რეზონანსი
23.02.2020

რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელ ფეისბუქსა და ცალკეულ მედიასაშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ქართუ ბანკი”-ს მიერ, ვალების ჩამოწერის პროგრამა გაუქმდა და მოქალაქეებს კვლავ სთხოვენ იმ თანხის დაფარვას, რაც უკვე განულდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს და ვარაუდობს, რომ ეს არის მიზანმიმართული კამპანია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ან აფერა ამომღები კომპანიის მხრიდან.

“რაღაც დიდი აფიორაა ჩაფიქრებული, ან პროვოკაციაც არ გამიკვირდება ნაცხლისტი ნაძირალებისგან, ბიძინას ეს საჩუქარი ისე აქვთ ყელში გაჩხერილი. ახლობელს მიწერეს უკვე განულებულ ვალებზე, 1500 მოთხოვეს, წარმოგიდგენიათ, რამდენმა უვიცმა შეიძლება დაიჯეროს, ეს კიდევ ცალკე პრობლემა...

“ქართუმ ” უკვე განაცხადა, რომ არ აჰყვეთ პროვოკაციას და არავის არაფერი გადაუხადოთ, ვისაც უკვე გეწერათ, რომ ვალები განულებული გაქვთო! ასევე, შესაძლებელია საკრედიტოს კრედიტინფოში გადამოწმებაც!

ყველაფერი გავიგე, მაგრამ ის vali.ge რატომ გააუქმეთ, ყოფილიყო სამახსოვროდ, რას ერჩოდით? აჰა, ხომ ხედავთ, პროვოკატორებმაც გამოიყენეს სიტუაცია, ეს ხალხი ხომ ვერ მიხვდება, რომ სხვაგანაც შეიძლება გადამოწმება?!"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×