რეზონანსი
23.02.2020

კორონავირუსთან დაკავშირებით ამუშავდება ყველა ის აუცილებელი მექანიზმი, რომელიც საჭიროა, რათა საქართველოში შესაბამისი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტიანად განხორციელდეს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

გახარიას თქმით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ყველა საჭირო ზომა გატარდება, იქნება ეს ფრენები თუ სხვა რამ.

„კორონავირუსთან დაკავშირებით ყველა ის აუცილებელი მექანიზმი ამუშავდება, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ საქართველოში შესაბამისი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა განხორციელდეს ეფექტურად. ეს იქნება ფრენები, თუ სხვა, რაც იქნება საჭირო, ყველაფერს გავაკეთებთ. მიმდინარეობს მსჯელობა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ეფექტურად განახორციელოს კონტროლი" ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×