ია აბულაშვილი
23.02.2020

 „ინფორმაცია კი ჟონავს ამ შეხვედრებთან დაკავშირებით, მაგრამ მე პირადად არ მაინტერესებს რომელ ოპოზიციურ პარტიას შეხვდა ხელისუფლება, ან რას შეპირდა საარჩევნოდ. დარწმუნებული ვარ, როგორც ქართვლი ხალხი გადააგდო, ისე გადააგდებს იმ პარტიებსაც, ვინც მათთან მოლაპარაკებას თანხმდება", - ასე ეხმაურება „ოცნების" ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ხელისუფლების მზაობას ინდივიდუალური მოლაპარკებები გამართოს ოპოზიციურ პარტიებთან.

ცნობისთვის, ხელისუფლების შეთავაზებას უკვე დათანხმდა „პატრიოტთა ალიანსი". ასეთი შეხვედრა გაიმართა „გირჩის" წარმომადგენელთან.

„შეთავაზება იყო 20 ივნისს, შეშინებულებს რომ წამოსცდათ პროპორციული სისტემით ჩავატარებთ არჩევნებსო. არავინ არ ეხვეწებოდათ, შიშით თქვეს რაც თქვეს. მერე ისეთი რამე გააკეთა „ოცნებამ", ისე გადააგდო ხალხი, რომ ახლა მათი აღარავის სჯერა, არც შინ და არც გარეთ.

„ოცნებამ" სახე დაკარგა. არანაირი კაცური სიტყვა მათში აღარ არსებობს. ინფორმაცია კი ჟონავს, მაგრამ პირადად მე არ მაინტერესებს, რომელ ოპოზიციურ პარტიას შეხვდება „ოცნება", ან რას შესთავაზებს საარჩევნოდ. დარწმუნებული ვარ, როგორც ქართველი ხალხი გადააგდეს, ისე გადააგდებენ იმ პარტიებსაც, ვინც მათთან მოლაპარკებას თანხმდება.

„რას ნიშნავს ვაჭრობა და თავის დაბინავება, სირცხვილი არ არის? არავინ ქართველ ხალხზე არ ფიქრობს და მარტო თავის ინტერსებით მოქმედებს. რამდენი თაღლითი შევა იმ პარლამენტში, ეს არის მთავარი, თუ ქართველი ხალხი? მაშინ გამოდის, რომ ის პარტიები, ვინც მაგათთან მოსალაპარკებლად დასხდება, მონაწილენი არიან ამ გადაგდების. ამიტომ, ქართველმა ხალხმა „ოცნებაც" უნდა გადააგდოს და ზედ მიაყოლოს ეს ოპოზიციაც", - განაცხადა „მთელ კვირასთან" დავით ჭიჭინაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×