თამთა ჩაჩანიძე
23.02.2020

„რადგან ბრძანა ბატონმა გიორგიმ და გაზაფხულის დალოდება გვირჩია - დაველოდოთ გაზაფხულს", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას უმრავლესობის დეპუტატი კობა კობალაძე პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე.

პრემიერ-მინისტრმა სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმულ უბრალოდ ასე უპასუხა - „დაელოდეთ გაზაფხულს".

„დაველოდოთ გაზაფხულს" - მშვენიერი წინადადებაა, გაზაფხულს ველოდებით, რა თქმა უნდა ახალი იმედებია ახალი ხედვები, პრობლემა რაშია? რადგან ბრძანა ბატონმა გიორგიმ და გაზაფხულის დალოდება გვირჩია - დაველოდოთ გაზაფხულს", - განაცხადა კობალაძემ.

კითხვაზე, აქვს თუ არა პირადად მას სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული ინფორმაცია, კობალაძემ გვიპასუხა: „ამ საკითხთან დაკავშირებით, რეალურად არანაირი ინფორმაცია და ცვალებადობა არ არის".

შეგახსენებთ, რომ სამტავრობო ცვლილებებთან დაკავშირებულ გავრცელებული ინფორმაციის ერთი ვერსიით შესაძლოა გახარია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა შეცვალოს. გარდა ამისა, მთავრობაში ასევე დაგეგმილია ყველა „ძველი სახის" შექმნა.

ეს ორიოდე კვირის წინ პრაქტიკულად დაადასტურა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელსაც ეს თანამდებობა 2012 წლიდან უკავია. პარლამენტში გამოსვლისას ერთ-ერთი კითხვის საპასუხოდ მან განაცხადა, რომ მთავრობაში ყოფნის რამდენიმე თვე აქვს დარჩა.

გაზაფხულის დადგომამდე დაახლოებით ერთი კვირაა დარჩენილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×