რეზონანსი
23.02.2020

გუდაურში მოკლული თაზო გორთამაშვილის ძმის ცოლი, ნინი გულიაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს: 

რაც ბოლო გზაზე გაგაცილეთ იმ დღის მერე მინდა რამე დავწერო და ვერ ვწერ ვერ ვწერ იმიტომ, რომ მიჭირს შენზე წარსულ დროში საუბარი რადგან ჩვენ სულ მომავალზე ვლაპარაკობდით, ვგეგმავდით დიდი კერძო სახლის აშენებას სადაც შენი ძმები და მთლიანად ჩვენ..  ოჯახი ერთად ვიცხოვრებდით ძალიან ბევრი გეგმები გქონდა ცხოვრებაში და არ შეიძლებოდა უბრალოდ შენი ასე მალე წასვლა მაგრამ ვიცი რომ ეს შენ არგინდოდა, ვიცი რომ გამიზნულად არ მოგვიკლავდი გულს , შენ არ გიყვარდა როცა ვნერვიულობდით. შენ ეს გაიძულეს! აქამდე მიგიყვანა შენმა ადამიანობამ, შენმა სიყვარულმა. შენმა ერთგულებამ, შენმა ვაჟკაცობამ, და შენ დიიდ გულმა სადაც ყველას იტევდიი და გინდოდა ყველა ბედნიერი ყოფილიყო შენ გმირი ხარ თაზიკ, ჩვენი გმირი მეგობრების გმირი და საქართველოს გმირი რადგან შენ სხვისთვის გაწირე სიცოცხლე , აი ეს არის გმირობა და არაა ის სისხლიანი მედლები რომლითაც შენი მკვლელი ამაყობს დამიჯერე თაზ სულ რომ ჩაიხრჩოს მედლების სიმრავლეში ვერასდროს მოვა შენს კაცობამდე, ვერასდროს მოვა შენს ადამიანობამდე, ვერასდროს დადგება იმ სიმაღლეზე სადაც იდექი და ახლა უფრო მაღლა დგახარ, ის კი მიწაზეა გართხმული, ჭიაყელასავით მიიკლაკნება და ცდილობს ჩაძვრეს ქვესკნელში , დაემალოს განაჩებს რაც არ ასცდება ! სამართალი ფეხს დაადგავს და ისე გასრისავს თითქოს არც არასდროს ყოფილა,  მარტო ამის იმედიღა დამრჩა ამ ცოდვილ ქვეყანაში, ამ სობოროტით სავსე ქვეყანაში, ამ უსამართლობით სავსე ქვეყანაში სადაც თურმე ამდენი პოტენციური მკვლელი ცხოვრობს შენ კი გეგონა რომ ყველგან სიყვარული იყო, სიყყვარული თვითონ იყავი ჭაღარა ბიჭო და ყველგან ტოვებდი მას, მარტო შენმა ჯალათმა ვერ დაინახა ეს იმიტომ რომ სიბოროტე ეცვა და სახეზე სიკვდილის ნიღაბი ეკეთა #თაზიკაჩვენიგმირია

28 წლის თაზო, გუდაურში ზამთრის სეზონზე ადიოდა და ბარმენობასთან ერთად, სნოუბორდის ინსტრუქტორადაც მუშაობდა.

რეზონანსი

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×