რეზონანსი
23.02.2020

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

დაძაბული დღეა, განსაკუთრებით მომსახურების სფეროში დასაქმებული ვერძებისთვის. მათ ბიზნესმენებს გეგმის შეცვლა და პრიორიტებული მიმართულებების გადახედვა მოუწევთ. თავი შეიკავეთ საქმიანი შეხვედრებისა და სასიყვარულო პაემნებისგან, რადგან პრინციპულ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა გაგიჭირდებათ.

კურო

თავს მოუსვენრად გრძნობთ, მაგრამ მარტო არ ხართ. შეგიძლიათ, მეგობრების და ახლობელი ადამიანების დახმარების იმედი გქონდეთ და მათ რჩევებს დაეყრდნოთ.

ტყუპები

ბედი გამოცდას გიმზადებთ. თუ ამ პერიოდს გაუძლებთ, ოჯახში მშვიდობა და თანხმობა დაისადგურებს. ნუ იდარდებთ, ბოლოს და ბოლოს, ჩანაფიქრის განხორციელება სხვა გზით და სხვა ადამიანებთან ერთადაც შეიძლება. თქვენი აურა და ადამიანებზე ზემოქმედების უნარი თანდათან იზრდება.

კირჩხიბი

უამრავი საქმის ერთდროულად კეთებამ შეიძლება წონასწორობიდან გამოგიყვანოთ. პარტნიორებთან ურთიერთობა ერთფეროვანი და დამღლელი ხდება და გადახალისებას საჭიროებს. მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, საყვარელ ადამიანს დაsცილდებით თუ არა.

ლომი

რთული დღეა. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ. გაითვალისწინეთ, რომ მკვეთრმა გამოთქმებმა ან კატეგორიულმა მსჯელობამ შეიძლება, წარმატების მიღწევაში ხელი შეგიშალოთ. გამორიცხული არ არის ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები: ხანძარი, ძარცვა ან, უკეთეს შემთხვევაში, რემონტი.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა სწავლით, სააღმზრდელო ან პედაგოგიური საქმიანობით დაკავებული ქალწულებისთვის. მოსალოდნელია საქმის წარმატებით დასრულება და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. პლანეტები გირჩევენ, რომ ზომიერების და ტაქტის გრძნობა არ დაკარგოთ. შესაძლოა, დღის მეორე ნახევარში გეგმების შეცვლა და პრიორიტეტების გადახედვა მოგიწიოთ.

სასწორი

ამ დღეს იზრდება თქვენი ინტუიცია და პიროვნული მომხიბვლელობა. განსაკუთრებით წარმატებული დღეა შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენლებისთვის. დღის პირველ ნახევარში საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისგან უამრავ კომპლიმენტს მიიღებთ და იღბალს მიიზიდავთ. დღის მეორე ნახევარში მოულოდნელმა პრობლემებმა შეიძლება მეგობრებთან ურთიერთობა გაგირთულოთ. თავი შეიკავეთ მკვეთრი გამოთქმებისგან.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა ცოდნის შეძენისა და ინფორმაციის გაცვლისთვის. გირჩევთ, ყველა საქმე გვერდით გადადოთ და რამე სასიამოვნო საქმის კეთებით დაკავდეთ. კარგი იქნება, თუ თეატრში ან მუზეუმში წახვალთ ან საინტერესო წოგნს წაიკითხავთ. საღამო ბავშვებთან გაატარეთ და საკუთარი ბავშვობა გაიხსენეთ.

მშვილდოსანი

ეცადეთ, პარტნიორი ობიექტურად შეაფასოთ და სამომავლო მოქმედებები დაგეგმოთ. ამ დღეს იზრდება თქვენი აურა და გავლენა. შესაძლოა, ბოლოდროინდელმა უსიამოვნებებმა მწყობრიდან გამოგიყვანათ, მაგრამ თუ მოთმინებას გამოიჩენთ, მიზანს ადრე თუ გვიან აუცილებლად მიაღწევთ.

თხის რქა

საქმის წარმატებით დასრულება და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება გელით. პლანეტები გირჩევენ, რომ ზომიერების გრძნობა არ დაკარგოთ. ეცადეთ, ოჯახს მეტი ყურადღება მიაქციოთ. ლიდერობის სურვილმა შეიძლება ახლობელი ადამიანების გარეშე დაგტოვოთ. შესაძლოა, გეგმების და მოქმედების ტაქტიკის შეცვლა მოგიწიოთ.

მერწყული

წინააღმდეგობრივი დღეა. დღის პირველ ნახევარში პლანეტების მფარველობა გელით. საღამოს ოჯახური პრობლემები წინა პლანზე წამოიწევს და უამრავ დროს და ენერგიას წაგართმევთ. ნეგატიური ემოციებისგან მხოლოდ განმარტოებით და ბუნებასთან კონტაქტით გათავისუფლდებით.

თევზები

ეს დღე უსიამოვნო სიურპრიზებით და მოულოდნელობებით სავსეა. საყვარელ ადამიანებს შორის მოსალოდნელია კამათი და გაუგებრობა. ახლობელი ადამიანების ცხოვრებაში თქვენი აქტიური ჩარევის აუცილებლობა მწყობრიდან გამოგიყვანთ და გადაგღლით. ეცადეთ, ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×