რეზონანსი
24.02.2020

არჩილ თალაკვაძის მეუღლე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარლამენტის თავმჯდომარის საცხოვრებელ სახლთან პოლიციის მობილიზება მისი სახლის გაქურდვის ფაქტს უკავშირდება, სოციალურ ქსელში ეხმაურება. ქეთევან ბუბუტეიშვილი წერს, რომ მათ სახლში მშვიდობაა.

„ჩვენს სახლში მშვიდობაა. არჩილი სამსახურშია. კარგ დღეს გისურვებთ", - წერს თალაკვაძის მეუღლე.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის სახლთან სამართალდამცველების მობილიზებას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც შინაგან უწყებაში განაცხადეს, ნუცუბიძეზე, არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლსასროლი იარაღი იპოვეს. მათივე ცნობით, იარაღი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა იპოვა და ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×