რეზონანსი
24.02.2020

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი, ვახტანგ ჭარაია, სოციალურ ქსელში, წერს:

„საინტერესო სტატისტიკა ტურიზმზე

2019 წელი თურმე გამორჩეული არამხოლოდ 9 მილიონზე მეტი უცხოელი ვიზიტორით და 3 მილიარდ 300 მილიონამდე აშშ დოლარის შემოსავლით იყო გამორჩეული, არამედ...

არამედ... ამ ღარიბი ქვეყნიდან, სადაც (ვითომცდა) ხალხი უარესად ცხოვრობს ვიდრე 10 წლის წინ... ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა ქართველების საზღვარგარეთ ვიზიტების, ჯამში მათ დახარჯეს:

- საკვებსა და სასმელზე - 708.7 მილიონი ლარი

- საყიდლებზე - 624.3 მილიონი ლარი

- განთავსებაზე - 380.5 მილიონი ლარი

- ადგილობრივი ტრანსპორტში - 152.9 მილიონი ლარი

- გართობა, გაჯანსაღებაში - 102.3 მილიონი ლარი

- სხვა ხარჯებში - 113.2 მილიონი ლარი

სულ საზღვარგარეთ ქართველებმა 2019 წელს განახორციელეს 2.4 მილიონამდე ვიზიტი

სულ ქართველებმა საზღვარგარეთ დახარჯეს 2.1 მილიარდი ლარი (700-750 მლნ აშშ დოლარი)

დასკვნა 1 - არც ისე "უარესად" ვცხოვრობთ ვიდრე ოდესმე

დასვკნა 2 - ინკლუზიურობა ჯერ ისევ პრობლემაა (ეს ცნობილია), თუმცა შეუძლებელია ის გაუმჯობესებული არ იყოს ასეთი მონაცემების პირობებში

დასკვნა 3 - Ryanair რომ დაიქოქება მერე ნახეთ ქართული ფულის საზღვარგარეთ გატანა და იქიდან ახალი შთაბეჭდილებების ჩამოტანა, თუ კორონამ არ შეგვაშინა

#ბედნიერიმოგზაურობა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×