ალექსანდრე კორტავა
24.02.2020

პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სოციოლოგიური კვლევები, რომელსაც სხვადასხვა ორგანიზაციები ატარებენ, ძალაუნებურად ქართული ოცნებისთვის სასურველ შედეგებს დებენ.

„რუსულ-უკრაინულმა იპსოს-მა წინა შემთხვევაში გვითხრა, რომ ხალხის 18% ემხრობოდა ქართული ოცნების გამარჯვებას, ახლა რატომღაც ეს რიცხვი 39%-მდე გაიზარდა.

„ისინი არ წარმოგვიდგენენ მოსაზრებებს, ისინი წარმოგვიდგენდნენ კვლევებს, რომელთა მიხედვითაც 18, 20, 25 და 30%-იანი მხარდაჭერა აქვს ქართულ ოცნებას. დღეს აღმოჩნდა, რომ 39%-ს ვეპონიტინებით თურმე. ეს მათი კვლევით. თქვენ წარმოიდგინეთ, რეალური შედეგი რა არის, როდესაც ისინი აცხადებენ 39%-ს.

„ძალიან მნიშვნელოვანია საველე სამუშაოები. წინა შემთხვევაში მათ ეს არ გაგვიმხილეს. ეს იყო ან სი-არ-არ-სი ან აი-პი-ემი, რომლებიც ნაცმოძრაობის სატელიტი ორგანიზაციებია. აქაც იქნებ გაამხილონ, რომელმა საველე ორგანიზაციამ ჩაატარა საველე სამუშაო - ნაცმოძრაობის ორგანიზაციებმა თუ რომელიმე სხვა დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×