ია აბულაშვილი
24.02.2020

"მთავარი პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლება სერიოზულად ვერ ჩამოყალიბდა თავის ხედვებში. ვერ გავარკვიეთ რა უნდა, ან რას თანხმდება. კონკრეტული პიროვნებაც არ ჩანს, ვინც პასუხისმგებლობას აიღებს. ბიძინა ივანიშვილი ამ მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს, მდინარაძე და სხვები რას იტყვიან ტელეეთერით, ამით შეიძლება ვიხელმძღვანელოთ?" - ასე ეხმაურება "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა ხელისუფლების მზაობას ინდივიდუალურად გამართოს მოლპარაკებები ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებთან.

"გვაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლება მზად არის ინდივიდუალურად შეხვდეს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს. ასეთი შეხვედრა ჩვენთან ჯერ არ გამართულა და არ ვიცი, რა ფორმატში გაგრძელდება მოლპარაკებები. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლება სერიოზულად ვერ ჩამოყალიბდა თავის ხედვებში, ვერ გავარკვიეთ რა უნდა, ან რას თანხმდება. კონკრეტული პიროვნებაც არ ჩანს ვინც პასუხისმგებლობას აიღებს. ბიძინა ივანიშვილი ამ მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს, მდინარაძე და სხვები ტელეეთერით რას იტყვიან შეიძლება ამით ვიხელმძღვანელოთ?

ლეგიტიმურია ეჭვი, რომ ხელისუფლება ისევ გადაგვაგდებს, მითუმეტეს 14 ნოემბრის შემდეგ, მაგრამ მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია. თუ უკეთესი ალტერანტივა იქნება მოლაპარკებები უნდა გაგრძელდეს. მე პირადად ვემიჯნები იმ ისტერიას, რომელიც ორივეს, ოპოზიციისა და ხელისუფლების მხრიდან არის ატეხილი. ანუ თუ ხელისუფლების შეთავზებას მიიღებ, ხელისუფლებასთან ხარ გაიგივებული, თუ ხელისუფლების შეთავაზებას არ დათანხმდები "ნაციონალი" ხარ. სხვათაშორის ჩვენ მარტო ხელისუფლების აფირისტობის გამოცდილება არ გვაქვს... 2016 წელს მეტი გვინდოდა და ამ მაქსიმალიზმით რა მივიღეთ? ამიტომ უნდა მოიძებნოს შუალედური ვარიანტი.

თუ ისევ შერეული სისტემით ჩატარდა არჩევნები, ოპოზიცია აპირებს ერთიანი კანდიდატის დაყენებას მაჟორიტარულ ოლქებში, ეს კარგია, მაგრამ თუ ხელისუფლება ისევ ფიქრობს, რომ 50 ოლქიდან 50-ივე მოიგოს, ეს არ მოხდება. ხელისუფლებას შეუძლია შესთავაზოს ოპოზიციას, რომ 50 ოქიდან 25 ოლქს ოპოზიციას უთმობს.

რაც შეეხება დაანონსებულ აქციებს, "თავისუფალი საქართველო" არცერთ აქციაში მონაწილეობას არ აპირებს, მათ შორის არც 4 აპრილის, მაგრამ თუ ხელისუფლება დათმობაზე არ წავა, აქციებმა შეიძლება ისეთი მასშტაბური სახე მიიღოს, რომ ხელისუფლებისთვის სახიფათო აღმოჩნდეს," - განაცხადა "რეზონანსთან" კახა კუკავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×