
სხალთის ეპარქიაში მოღვაწე მღვდელი ფილიპე აბაშიძე მრევლს მოუწოდებს, არამალფუჭებადი პროდუქტები მოიმარაგონ, რადგან მალე შიმშილობა დაიწყება.
სასულიერო პირის შესახებ „ტაბულა" წერს, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოში დაუდასტურეს, რომ მამა ფილიპე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრია, თუმცა მოწოდებასთან დაკავშირებულ კითხვაზე განუცხადეს, რომ ეს კერძო აზრია.
„უცხო ჯარი ჩადგება ჩვენს ქვეყანაში და შიმშილობა ჩამოვარდება,- წერს მღვდელი თავის Facebook გვერდზე და მრევლს მოუწოდებს მოიმარაგოს რძის ფხვნილი, შაქარი და ბურღულეული.
მოგვიანებით მამა ფილიპემ ეს პოსტი Facebook გვერდიდან წაშალა.
2020 წლის 12 იანვარს პატრიარქმა ილია II-მ საკვირაო ქადაგებაში მეორედ მოსვლაზე ისაუბრა.
მეორედ მოსვლა ახლოსაა ჩვენთან და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოვემზადოთ მეორედ მოსვლისათვის. მე გამიგონია ზოგიერთი მორწმუნე ადამიანებისაგან, რომ ჟამი ახლოს არისო ამბობენო, მაგრამ მე ვიტყვი, რომ შეიძლება, რამდენიმე დღე დარჩა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე