
ცნობილი გახდა მსახიობ ნანა ფაჩუაშვილის შვილის გარდაცვალების მიზეზი. 55 წლის თამაზ აფხაიძე ანევრიზმამ იმსხვერპლა. როგორც მსახიობის მეგობარი, ნინო ზაუტაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, მას 12 დღის წინ სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა, თუმცა მოგვიანებით დამძიმდა და ფატალურად დასრულდა.
„თამაზი კლინიკაში თავის ტკივილებით გადაიყვანეს, ქირურგმა ლადო წიქარიშვილმა ჩაუტარა ოპერაცია. ოპერაციიდან პირველი სამი დღე უკეთესად იყო. თუმცა მდგომარეობა უცებ დამძიმდა. განმეორებით მოხდა სისხლჩაქცევა...
მინდა გითხრათ, რომ მსგავსად კარგ ადამიანს ცოტას ვიცნობ. სანატრელი ადამიანი იყო.
ნანა ფაჩუაშვილს რუსთაველის თეატრში 20-21 თებერვალს პრემიერა ჰქონდა, რობერტ სტურუას სპექტაკლი „თამაშის დასასრული“. სპექტაკლი გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნა. ნანას სთხოვეს, რომ ძალები მოეკრიბა და ახალი სპექტაკლი ეთამაშა. თამაზი კი 23 თებერვალს დილის ცხრა საათზე უკვე აღარ იყო.
დედა-შვილს აბსოლუტურად განსხვავებული, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ. უერთმანეთოდ არ შეეძლოთ, ჩხუბობდნენ, უყვარდათ ერთმანეთი, ერთმანეთზე ზრუნვით ცხოვრობდნენ. გუშინ ნანა მეუბნებოდა - ახლა რა გავაკეთოო?! ეს სხვა ტიპის ურთიერთობა იყო, სიყვარულსა და მეგობრობაზე დაფუძნებული. უსიტყვოდ ესმოდათ ერთმანეთის. ნანა თამაზიკოთი არსებობდა“, - ამბობს ნინო ზაუტაშვილი.
პრაიმტაიმი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე