რეზონანსი
25.02.2020

თბილისში მდებარე მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის კედლის ფასადს, ახალგაზრდები უსასყიდლოდ არემონტებენ. ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი ფეისბუქში წერს და ფოტოს აქვეყნებს:

„პრეზიდენტის ბიბლიოთეკის ფასადი, თბილისში, რამდენიმე წელია უკვე დაზიანებულია და ახლა ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა

სრულიად უფასოდ შემოგვთავაზა მისი აღდგენა და უკვე პრაქტიკულად ამთავრებენ ძალიან ძვირად ღირებულ სამუშაოებს.

ისინი მოდიან სამუშაოდ, ძირითადად სამსახურის სამუშაო საათის შემდეგ და მუშაობენ შაბათ-კვირას.

მართლაც საოცარი ახალგაზრდობა გვყავს!

ხოლო ბიბლიოთეკა აგრძელებს შიგნიდან ძალიან ინტენსიურ მუშაობას..." - წერს სააკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×