თამარ შუკვანი
25.02.2020

აპრილში ოპოზიცია წლევანდელი საპარლამენტო არჩევნებისათვის შერჩეული მაჟორიტარობის ერთიანი კანდიდატების დასახელებას აპირებს. კონსულტაცია და კანდიდატების შერჩევა სწორედ ამჟამად მიმდინარეობს და ოპოზიციის ცალკეულ წარმომადგენელთა განცხადებით, ზოგიერთ კანდიდატზე შეთანხმება მიღწეულია. „რეზონანსის" ხელთ არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ასეთი კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი თინათინ ბოკუჩავაა, რომელიც სამეგრელოს ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს.

თავად ბოკუჩავა „რეზონანსთან" საუბრისას ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

„აშკარად ჩემზე მეტი ინფორმაცია გაქვთ თქვენ," - განაცხადა მან ჩვენთან საუბრისას.

ოპოზიციური პარტიები მაჟორიტაურ ოლქებში წრსადგენად შერჩეული ერთიანი კანდიდატების დასახელებას 4 აპრილს თბილიში დაგეგმილ აქციაზე გეგმავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×