
ხელისუფლებას ჯერ არკვევს დასავლეთის მხრიდან ჩათვლება თუ არა კომპრომისად ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალური მოლაპარაკების გამართვა და თუ დარწმუნდა, რომ ჩაეთვლება, მხოლოდ ამ შემთხვევაში დაიწყებს მოლაპარაკებებს. ამის შესახებ „რეზონანსთან" საუბარში პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა.
„არ ვიცი რას შესთავაზებს ხელისუფლება ოპოზიციას, რადგან ეს მოლაპარკებები სჭირდება დასავლეთისთვის - რომ ოპოზიციამ და ხელისუფლებამ მოილაპარკა და კომპორომისად ჩაეთვალოს. ჯერ არკვევს ამ სიტუაციას. თუ დარწმუნდება, რომ ოპოზიციურ ძალებთან ინდივიდუალურად მოლაპარაკება კომპრომისად ჩაეთვლება, იმ შემთხვევაში დაიწყებს მოლაპარკებებს. აბა, სხვა შემთხვევაში რატომ შესთავაზებს რამეს?
„მას აწყობს ძველი სისტემით არჩევნების ჩატარება, ან თუნდაც 100/50-ით. ისიც იცის, რომ ოპოზიციასთან დათმობა ქვეყნის შიგნით აღიქმება ხელისუფლების სისუსტედ და ოპოზიციის გამარჯვებად. მმართველი გუნდისთვის მთავარია ეჭვქვეშ არ დადგეს არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა. ანუ არჩევნებს ცესკო კი არა, დასავლეთი თუ აღიარებს. ამის საფრთხეს რომ არ ხედავდეს, საერთოდ არ დაჯდებოდა მოლაპარკების მაგიდასთან ოპოზიციასთან.
„ვნახოთ, როგორ მიიღებს დასავლეთი ხელისუფლების ამ შეფუთვას. შეიძლება ნულოვანი ბარიერიც კი შესთავაზოს ოპოზიციას.
„რაც შეეხება თავად ოპოზიციის ვარიანტს, იმ შემთხვევაში, თუ ძველი სისტემით ჩატარდა არჩევნები, ყველა მაჟორიტარულ ოლქში ერთიანი კანდიდატი დაუპირისპიროს მმართველ გუნდს, თეორიულად სწორი გათვლაა, მაგრამ პარქტიკულად რას შეძლებენ, ვერ გეტყვით, რადაგნ რთული გადასაწყვეტი საკითხია. ლიდერები კი შეთანხმდნენ, ეს თითო ხმაა, მაგრამ ლიდერების შეთანხმებას მხარს დაუჭერს ოპოზიციური ელექტორატი? - მაგალითად, ბურჯანაძის ხალხი, „პატრიოტების", „ევროპული საქართველოს" და ა.შ. თქვენ კი შეთანხმდით და მეც თქვენთან ვარო, ეტყვის ამას მისი ამომრჩეველი?" - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.