რეზონანსი
26.02.2020

პატარა ანიტას ბებიამ თამუნა გლურჯიძემ შვილიშვილს ლექსი დაუწერა. ამის შესახებ ინტერვიუს ჟურნალ "სარკეში" ვკითხულობთ.

"ამ სიბერეში ლექსების წერა დამაწყებინა. გაუსაძლისია მისი მონატრება და როცა თავს ვერ ვერევი ვჯდები და ლექსს ვწერ", - ამბობს ანიტას ბებია.

"ანიტუკა, მომენატრე, ბაჭიავ,

შენი კოცნა მომენატრა კისერში,

ამ ცხოვრებამ უხილავად გაქცია

და მის ბილიკს დაბნეული მივყვები.

ანიტუკა, მომენატრე, კიკინა,

შენი ხმა და სურნელება მჭირდება.

ჩემი სულის, ჩემი გულის სხივი ხარ,

სიცოცხლე ხარ აკინძული ფიქრებად..." - ეს ლექსი თამუნა გლურჯიძემ პატარა ანიტას ხსოვნას მიუძღვნა.

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×