თამარ შუკვანი
26.02.2020

გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოპოზიცია თბილისში მაჟორიტარ კანდიდატებზე უკვე შეთანხმდა, კიდევ ერთი ოპოზიციის წარმომადგენელი, „ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე უარყოფს. როგორც მან „რეზონანსს" უთხრა, ეს არის ერთი კონკრეტული ტელევიზიის მიერ წარმოდგენილი სია და მოლაპარაკება ჯერ გვარების დასახელებამდე არ მისულა.

„კონკრეტულ სახელებზე და გვარებზე საუბარი ნაადრევია. მედია საშუალებამ თვითონ შექმნა და ჩამოთვალა ეს გვარები. ზოგადად, ცალსახად მივიდვართ იქით, რომ ოპოზიცია შეთანხმდება მაჟორიტარულ კანდიდატებთან დაკავშირებით. 4 აპრილისთვის გვაქვს განსაზღვრული, რომ სწორედ ამ დღეს კონკრეტული განცხადებები გაკეთდეს. მანამდე, ვინ სად იქნება და როგორ, ამაზე საუბარი ნაადრევია.

„როდესაც მოლაპარაკებების პროცესია, ყველა იღებს მონაწილეობას და ინდივიდუალურად ხდება ერთმანეთთან საუბარი, ვის რა და როგორი წარმოუდგენია პროცესი. ამას დრო უნდა. მთავარი ის არის, რომ გადაწყვეტილი გვაქვს შეთანხმება მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით," - თქვა ვაშაძემ.

ცნობისათვის, ტელეკომპანია „მთავარი არხის" ცნობით, თბილისში ოპოზიციის მიერ დასახელებული მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან შალვა ნათელაშვილი, დავით ბაქრაძე, ნიკა მელია, გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია, ხატია დეკანოიძე, ზაალ უდუმაშვილი.

თუმცა, ლეიბორისტული პარტიის წევრმა, ლაშა ჩხარტიშვილმა უარყოფს გავრცელებულ ინფორმაცია უარყო. ამასთან, „სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „მთავარი არხის" გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა. მისი თქმით, თუ შეთანხმებას მიაღწევენ, ეს უნდა მოხდეს არა დახურულ კარს მიღმა, არამედ ღიად და საზოგადოებისთვის გასაგებად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×