რეზონანსი
26.02.2020

გასულ კვირას მომღერალ მაკა ზამბახიძის და ძიუდოისტ მიხეილ ჩოხელის ჯვრისწერა იყო.

მაკას და მიხეილ ჩოხელის ჯვრისწერას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გამოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც მომღერალს მესამედ გათხოვების გამო ირონიულ კომენტარებს უწერდნენ.

როგორც ჩანს, მათ არც მაკა ზამბახიძის ყოფილი ქმარი ვახო ჭუმბურიძე დატოვეს უყურადღებოდ და როგორც ფინანსისტის პირადი გვერდიდან ირკვევა, არაერთი კომენტარი მაკას და

მიხეილის ჯვრისწერის შესახებ, ჭუმბურიძის ბლოგზეც დაწერეს.

მაკა ზამბახიძის ყოფილმა ქმარმა კი კრიტიკოსებს შემდეგნაირად უპასუხა.

"სქრინისთვის მე გიხდით ბოდიშს, მაგრამ ამევსო მესენჯერი, ბლოგზე კომენტარებით- მთლად ესეთი არა, მაგრამ უაზრო ქილიკით!

თქვენი დედაც მოვ**ან ვინც კი ესე ფიქრობთ და იიოკებთ თქვენს ბინძურ სულს, ამთხვევთ ბოღმას და მერე გაქვთ შვილების გაზრდაზე პრეტენზია, მარხვის შენახვაზე და ზიარებაზე...

მაკას კიდევ გულით ვუსურვებ დიდ ბედნიერებას და გამრავლებას. #წერტილი", - დაწერა ჭუმბურიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×