რეზონანსი
26.02.2020

გუდაურში მოკლული თაზო გორთამაშვილის შეყვარებულ სოციალურ ქსელში უმძიმეს წერილს ავრცელებს:

გოგო თაზო გორთამაშვილისა და მისი სიყვარულის ისტორიას ყვება და პატიებას ითხოვს.

"არც ვიცი რა საზომით იზომება მე როგორც ეხლა შენ მენატრები და მჭირდები. არსებობა მიჭირს თაზი. არც დაკარგვის მერე დაფასებული სიყვარულის მჯერა , რადგან მანამდეც სულ შენს გვერდით ვიყავი , როგორც შემეძლო და არც ბანალურად დროის მკურნალი ძალის. არ გაივლის ეს. არასდროს არაფერს ჩაუვლია ჩემთვის მარტივად და არც ეს ჩაივლის ხომ იცი , შენ ხომ მაინც მიცნობ და სწორედ ამის გეშინოდა, ჩვეულებრივი სიკვდილით მე არ მოვკვდები და არ მინდა მაგ დროს ახლოს იყოო. ნეტა იმ წამს იქ ვყოფილიყავი, საშენო ტყვია მე მომხვედროდა და შენ ეხლა ცოცხალი იქნებოდი და ალბათ უფრო მარტივად გადაიტანდი ჩემს არ ყოფნას , ვიდრე მე შენსას. ეხლა შენ მაპატიე , რომ ვერ მოვასწარი იმის თქმა, რომ დიდი ხანია ყველაფერი გაპატიე და იმაზე მეტად მიყვარდი, ვიდრე ოდესმე . და სულ მეყვარები. სულ არ მაინტერესებს ამის ვის სჯერა და ვის არა. შენ გჯეროდა და მე . უფრო და უფრო " - წერს გოგონა.

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×