
"რაც სიებთან დაკავშირებით გააკეთეს, ანუ ელემენტარულად ვერ შეძლეს სიებთან დაკავშირებით ერთმანეთთან შეთანხმება, მაფიქრებინებს, რომ ერთობის შენარჩუნება გაუჭირდებათ. ფაქტია, რომ მათ პარტნიორობა არ შეუძლიათ" - ასე ეხმურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გაერთიანებული ოპოზიციის განცხადებას მაჟორიტარობის ერთიან კანდიდატებთან დაკავშირებით.
"ვფიქრობ, რომ ამ პირობებში ერთიანობის შენარჩუნება გაჭირდება, რადგან ფაქტია, რომ მათ პარტნიორობა არ შეუძლიათ, ამაზე მეტყველებს ის, რაც ამ სიებთან დაკავშირებით გააკეთეს. მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე გამოვიდნენ ლოზუნგით "ძალა ერთობაშია". თუ ძალა ერთობაშია, მაშინ ერთობა უნდა შეენარჩუნებინათ.
"ოპოზიციამ შედეგი ვერ აჩვენა, ელემენტარულად სიებზე ვერ მიაღწიეს შეთანხმებას და როგორ შეძლებენ ხელისუფლების დამარცხებას?! მათი მხრიდან ხომ იყო ხმამაღალი განცხადებები, რომ ამ ხელისუფლებას გაისტუმრებდნენ, განცხადებები დამოურჩილებლობაზე და ა.შ. ერთი, რომ მათ ხალხი არ მიჰყვება. მეორეა ის, საერთოდ დაკარგეს პოლიტიკური რეალობის განცდა, ანუ რატომ ჩათვალეს, რომ შედეგის მომტანი იქნებოდა აგრეისიული რიტორიკა? საზოგადოებამ ისინი დასაჯა, ხმა არ მისცა არჩევნებში. ნაცვლად იმისა, რომ შეეცვალათ ქცევა, უფრო მეტ ძალადობაზე და უზრდელობაზე გადავიდნენ. ასეთი სტილიტსტიკა კი არანაირ ლოგიკაში არ ჯდება და მათთვის წამგებიანია. ოპოლზიციამ უკვე აჩვენა თავისი შიდა პრობლემები და ძალიან გამიკვირდება, ამ ფონზე "ოცნებამ" ზედმეტი მოქმედებები რომ დაიწყოს," - განაცხადა "რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.