
მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, რომელიც მას სოფელ ლესიჭინეში მცხოვრებმა 11 წლის გოგომ გაუგზავნა:
"გამარჯობა, მე ანა ვარ, 11 წლის. ფეისბუქ გვერდი არ მაქვს და დედას გვერდით ვსარგებლობ. მე ძალიან მიყვარს კითხვა. ვცხოვრობ ჩხოროწყუში, სოფელ ლესიჭინეში. დედასაც ძალიან უყვარს წიგნები, მამასაც. ჩემს ძმებსაც უყვართ კითხვა, განსაკუთრებით ლუკას, რომელიც სკოლას ამთავრებს. ბებო 47 წელი ბიბლიოთეკაში მუშაობდა. ჩვენ უამრავი წიგნი გვქონდა, სანამ ჩემი სახლი დაიწვებოდა. 11 სექტემბერს სახლს ცეცხლი წაეკიდა და მთლიანად დაიწვა. მე და ჩემს ოჯახს ყველაზე მეტად წიგნები და ფოტოები დაგვენანა, რომლებსაც ძალიან დიდი ხანი ვაგროვებდით. ამიტომ გადავწყვიტე, რომ თქვენთვის მომემართა. ინტერნეტიდან გიცნობთ. ვიცი, რომ ჩხოროწყუშიც იყავით,ბევრს ეხმარებით წიგნებით და ვიფიქრე, იქნებ შეძლოთ ჩვენი დახმარებაც. ახლახან უბედური შემთხვევაც მომივიდა და 3 კვირა ვიწექი, ძალიან მოვიწყინე. ახლა ჩვენ პატარა სახლი გავაკეთეთ, სადაც მინდა, რომ წიგნები მქონდეს. ჩემს ოთახს წიგნებით დავამშვენებ. მოუთმენლად ველოდები თქვენს პასუხს".
კეკელიძე წერს, რომ გოგონას სურვილი აუსრულდება - მას ბიბლიოთეკას მოუწყობენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე