
დღის მანძილზე მივიღეთ სამი ინფორმაცია, ორი კორონავირუსზე და ერთი ნორმების დარღვევაზე, ამ სამიდან, ორი ინფორმაცია დამუშავების პროცესშია. “ალია” არაერთხელ დაუკავშირდა ჯანდაცვის სამინისტროს, რომელთან დაკავშირებაც ძალიან რთული გახდა.
გავრცელებული ინფორმაციით დაახლოებით ერთი კვირის წინ საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა ჩინეთიდან, უხანიდან წამოსულმა წყვილმა, ცოლ-ქმარმა. მამაკაცს ჰქვია ჩანგო, წყაროს ინფორმაციით, მათ ბიზნესი აქვთ საქართველოში. გამოიარეს სახმელეთო საზღვარი.
ცოლ-ქმარს მალევე აღმოაჩნდა ტემპერატურა და ისინი გადაიყვანეს საავადმყოფოში, მას შემდეგ, არც ცოლი და არც ქმარი, არავის უნახავს.
წყაროს ინფორმაციით, ცოლ-ქმარს დაუდგინდა კორონავირუსი, თუმცა ეს ინფორმაცია გასაიდუმლოებულია. მეტიც, როგორც გვიყვება, ეს წყვილი არ წევს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატაში, სხვაგან ჰყავთ გადაყვანილი.
“ალიამ” ჯანდაცვის სამინისტროს ჰკითხა იმ ოთხ ირანელზეც, რომლებზედაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ არა აქვთ კორონავირუსი, თუმცა, მათ ჰქონდათ სიცხე – სად მკურნალობს ახლა ის ოთხი ირანელი, ხომ გაწერეს, სადღაც ხომ აგრძელებენ მკურნალობას და ჯანდაცვის სამინისტრო ხომ ადევნებს თვალყურს? სად მკურნალობენ? – ამ კითხვაზეც ჯერ პასუხი არ არის.