კორონავისურის ახალი ინფექცია (COVID-19) მთელს მსოფლიოს ემუქრება და კაცობრიობა საერთო საფრთხის წინაშე დგას - ჩინეთი ამ ბრძოლის ფრონტის წინა ხაზეე დგას და გმირულ ზომებს ახორციელებს, რომ დაიცვას არამარტო საკუთარი ხალხი, არამედ კაცობრიობა. ჩინეთი გრძნობს პასუხისმგებლობას არამარტო საკუთარ უსაფრთხოებაზე, არამედ პლანეტის სხვა ხალხების უსაფრთხოებაზეც.
ჩინეთის მთავრობის მიერ განხორციელებული გამაწყვეტი და ეფექტური ზომების წყალობით, ვირუსის გავრცელება მაქსიმალურად შეზღუდულია და შესაბამისად, მსოფლიოს აქვს დრო და შესაძლებლობა, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად უკეთ მოემზადოს. ეს კარგად ესმით მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს და ცდილობენ თავიანთი მხარდაჭერა გამოხატონ ჩინეთის მიმართ.
ახლახანს მრავალი ქვეყნის პოლიტიკურმა ლიდერებმა კონსულტაციები გამართეს ჩინეთის სახელმწიფო მრჩეველთან ვან ი-სთან, სადაც მხარდაჭერა გამოხატეს იმ ღონისძიებების მიმართ, რასაც ჩინეთი ახორციელებს ეპიდემიის წინაღმდეგ. ბევრმა განაცხადა, რომ მსგავსი ეპიდემია სხვა ქვეყანაში რომ გავრცელებულიყო, ძალიან რთული იქნებოდა ასეთი ეფექტური პროფილაქტიკური ზომების გატარება და ვირუსის გავრცელების შეზღუდვა.
ჩინელი ხალხის თავდადების წყალობით თავიდან იქნა აცილებული ეპიდემიის ფართოდ გავრცელება სხვა სახელმწიფოებში
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ტან დესაიმ განაცხადა, რომ ჩინეთის მიერ გატარებული უმკაცრესი პროფილაქტიკური ზომებისა და კონტროლის, აგრეთვე ჩინელი ხალხის თავდადების წყალობით თავიდან იქნა აცილებული ეპიდემიის ფართოდ გავრცელება სხვა სახელმწიფოებში.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტიერეშმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთმა განახორციელა ექსტრაორდინარული და განსაკუთრებულად მასშტაბური ღონისძიებები, რითიც შეძლო ვირუსის სწრაფი გავრცელების შეკავება. საერთაშორისო საზოგადოებამ მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს ჩინეთთან საერთო საფრთხესთან გასამკლავლებლად და სტიგმის თავიდან ასაცილებლად ეპიდემიის საპასუხოდ.
ამ ეტაპზე, ჩინეთი აგრძელებს ყოვლისმომცველ და უკომპრომისო ბრძოლას ეპიდემიასთან და უკვე არის გარკვეული წარმატება - დინამიკა დადებითია, თანდათან მიიღწევა ეფექტური შედეგი. გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობამ მნიშვნელოვნად გადააჭარბა სიკვდილიანობას, ხოლო დაინფიცირების შემთხვევებმა იკლო.
გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობამ მნიშვნელოვნად გადააჭარბა სიკვდილიანობას, ხოლო დაინფიცირების შემთხვევებმა იკლო
ჩინეთი სრულიად დარწმუნებულია საკუთარ შესაძლებლობებში და მკიცედ სწამს, რომ შესძლებს ეპიდემიის დამარცხებას, რისი გარანტიაც საერთონაციონალური სისტემის ინსტიტუციონალური უპირატესობები, ჩინელი ხალხის მტკიცე ნება, ატიპიურ პნევმონიასთან ბრძოლის გამოცდილება და საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდში დგომაა.
ჩინეთი მზად არის მჭიდროდ ითანამშრომლოს საერთაშორისო საზოგადოებასთან, რათა ერთობლივი ძალით დაიცვას რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოება, აგრეთვე, საერთაშორისო ჯანდაცვა.
თუმცა, არსებობენ სკეპტიკოსებიც, რომელთაც ეჭვი შეაქვთ იმაში, რომ ჩინეთი შესძლებს ეპიდემიასთან სრულად გამკლავებას. ამის საპასუხოდ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიცილაური წარმომადგენელი გენ შუანი ამბობს, რომ ჩინეთი ახორჩიელებს მძლავრ ზომებს ეპიდემიასთან ბრძოლაში და გრძნობს პასუხისმგებლობას არა მხოლოდ საკუთარი ხალხის, არამედ მთელი მსოფლიოს წინაშე. ჩინეთი სრულად დარწმუნებულია თავის შესაძლებლობებში და საბოლოო გამარჯვებაში. ჩინეთი შესძლებს ეპიდემიის სრულად კონტროლზე აყვანას და საბოლოოდ მის განეიტრალებას.
"ახალი კორონავირუსის პნევმონია საერთო პრობლემაა, რომელიც კაცობრიობის წინაშე დგას და მოითხოვს საერთო ძალისხმევას, რომ საერთაშორისო საზოგადოება ერთიანი ძალებით დაუპირისპირდეს მას.
"ჩინეთმა განახორციელა ეფექტური ზომები ეპიდემიის წინააღმდეგ და კარგად აქვს გააზრებული, რომ პასუხისმგებლობას ატარებს არა მხოლოდ სახუთარი ხალხის, არამედ პლანეტის წინაშეც.
"ამ უკომპრომისო ბრძოლაში ჩვენ გამოვიყენებთ ჩინეთის სისწრაფეს, რათა მოვიგოთ ასე ძვირფასი დრო ეპიდემიის შესაჩერებლად მთელს მსოფლიოში. გამოვიყენებთ ჩინეთის ძალას, რათა ავაშენოთ ეფექტური დაცვის ხაზი ვირუსის გავრცელების არეალის შესაზღუდად და გამოვიყენებთ ჩინურ მეთოდებს, რათა შევქმნათ ახალი ორიენტირი ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად დედამიწაზე.
ჩინეთის მთავრობა ყველა დონეზე მაქსიმალურად ორგანიზებულია, რომ წარმატებულად გაუმკლავდეს მსგავსი მასშტაბის კრიზისს
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის აღმასრულებელმა მრჩეველმა განსაკუთრებული შემთხვევების განხრით ჯანდაცვის სფეროში ჟენევის სათაო ოფისში განაცხადა, რომ მაღალ შეფასებას აძლევს გამჭვირვალე ინფორმაციის პოლიტიკას, რომელსაც ჩინეთის მთავრობ ახორციელებს ვირუსთან ბრძოლის პროცესში.
რაიანის განცხადებით, ჩინეთის მთავრობის მიერ განხორციელებული ეფექტური ქმედებები მეტად შთამბეჭდავია. როგორც თავად აღიარა, არასოდეს უნახავს რომელიმე ქვეყნის მთავრობა, რომელსაც მსგავსი დონის პასუხისმგებლობა აეღოს ასეთი მძლავრი და სარისკო მოვლენის წინაშე. ჩინეთის მთავრობა ყველა დონეზე მაქსიმალურად ორგანიზებულია, რომ წარმატებულად გაუმკლავდეს მსგავსი მასშტაბის კრიზისს. ამგვარ გრანდიოზულ პრობლემასთან ბრძოლაში, ჩინეთის მთავრობის ქმედებები და რეაქცია აღფრთოვანებას იწვევს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ, კორონავირუსის ეპიდემიის მასშტაბები მართლაც ძალიან დიდია და ჩინეთის მთავრობის საპასუხო ზომები მხოლოდ ქებას იმსახურებს.
ჩინეთის მთავრობა არამარტო ატარებს საკუთარ პასუხისმგებლობას, არამედ აქტიურად ეხმარება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას და სხვა ქვეყანა-პარტნიორებს პრობლემის ერთობლივად გადასაწყვეტად.