"სწავლის შეწყვეტა პანიკას გამოიწვევს, რადგან რადიკალური გადაწყვეტილებაა და უფრო შეეშინდებათ"
სანდრო მდივანი
27.02.2020

კორონავირუსის ოფიციალური დადასტურების შემდეგ მშობლები სკოლებში და ბაღებში სწავლის შეწყვეტას ითხოვენ. მათი თქმით, საფრთხე საკმაოდ დიდია და უმეტესობა ბავშვის სახლიდან გაყვანას მაქსიმალურად ერიდება. განათლების სამინისტრო კი ამ ეტაპზე სწავლის შეწყვეტას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, რადგან საფრთხე არ არის იმდენად დიდი, რომ მყისიერი გადაწყვეტილება მიიღონ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირების მიუხედავად, არც საერთაშორისო სტანდარტით და არც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით, დღესდღეობით, სასწავლო პროცესის შეჩერების საფუძველი არ არსებობს. სამაგიეროდ, სამინისტრო სკოლებში სანიტარულ ნორმებს ამკაცრებს.

მოსწავლეთა ჯანმრთელობის, სასწავლო პროცესის ეფექტურობისა და სკოლებში ჯანმრთელი გარემოს შესაქმენლად, სამინისტროს მიერ სანიტარიისა და ჰიგიენის ნორმების დასაცავად, სკოლებში მოთხოვნები ამიერიდან უფრო გამკაცრდება.

"ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ, სკოლების მონიტორინგის პროცესი უფრო ინტენსიური გახდება, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი გართულება. ამ მიზნით, სამინისტრო სკოლების ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა სკოლებში სათანადოდ უზრუნველყონ, რისთვისაც აუცილებელია, დაიცვან შემდეგი პირობები: სკოლა ყოველდღიურად დალაგდეს სველი წესით, საკლასო ოთახები, სხვა სასწავლო და დამხმარე სივრცეების დალაგება გაკვეთილების დამთავრების შემდეგ მოხდეს ღია ფანჯრების მდგომარეობაში, სკოლებში ორი ცვლის შემთხვევაში, დალაგდეს შენობა ორჯერ. ჩატარდეს შენობის გენერალური დასუფთავება, როგორც სარეცხი, ასევე სადეზინფექციო საშუალებებით“, - განაცხადეს განათლების სამინისტროში.

სკოლებისა და ბაღების დაკეტვის მომხრეები არიან მშობლები, რომლებსაც თავიანთი შვილების გაშვება სკოლაში და ბაღში იძულებით უწევთ. ნანა სიდამონიძე ერთ-ერთი მშობელია, რომელიც მომხრეა სასწავლო პროცესი  ახლავე შეწყდეს. ასეთ შემთხვევაში იგი აპირებს შვილები სოფელში გაუშვას, რადგან ბავშვები იქ უფრო დაცულად იქნებიან.

“მინდა გავუშვა სოფელში, რომ საოზგადოებრივ ტრანსპორტთან არ ჰქონდეთ ხშირი შეხება და საფრთხე შევამცირო, მაგრამ სკოლა და ბაღი არ ისვენებს. ამდენი ხანი კი ვერ გავაცდენინებ, ვფქირობ სამინისტრო არასწორად მსჯელობს. საფრთხე დიდია. ყველა მედიასაშუალებას მივწერე, რომ სამნისტროსთვის მშობლების მოთოხვნები გაეცნოთ, თუმცა მინისტრი ამბობს, რომ საფრთხე არ არის და სწვალა არ შეწყდება”, - განაცხადა ნანა სიდამონიძემ “რეზონანსთან” საუბრისას.

თამარ ჭეიშვილი კი ფიქრობს, რომ სკოლის და ბაღის გაცდენა უამრავ ბავშვს მაინც მოუწევს, სამინისტრო შეწყვეტს თუ არა სასწავლო პროცესს. თუკი განათლების სამინისტრო მშობლების მოთხოვნას ყურად არ იღებს, ამ შემთხვევაში ბავშვებს შეექმნებათ პრობლემები.

“იძულებული ვარ გავაცდენინო სკოლა, რადგან ჩვენი უგუნური სამინისტრო ვერ ხვდება, რომ აუცილებელია ასეთ დროს სწავლის შეწყვეტა. რამდენი ხანი უნდა დავტოვო სახლში ჯერ ისიც არ ვიცი, ამასობაში ბავშვი ჩამორჩება სასწავლო პროცესს, რაზეც საკმაოდ ვღელავ, თანაც დაუგროვდება გაცდენები. მიუხედავად ამისა, ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხეში ამის გამო ნამდვილად ვერ ჩავაგდებ”, - განაცხადა თამარ ჭეიშვილმა.

გამოიწვევს თუ არა სკოლების და ბაღების დახურვა მეტ პანიკას, მშობლებს ეს არ აინტერესებთ. ჯანდაცვის დარგის ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ ქალაქში საკმარისზე დიდი პანიკაა და გამწვავებას საჭირო აღარ არის. ვატო სურგულაძის აზრით, ამ შემთხვევასი სამინისტრო მართალია და სწავლა არ უნდა შეწყდეს.

“ესიშვიათი შემთხვევაა, როდესაც სამინისტროს ვეთანხმები, სწავლის შეწყვეტა პანიკას გამოიწვევს, რადგან რადიკალური გადაწყვეტილებაა და უფრო შეეშინდებათ. უნდა გადაამზადონ სკოლებისა და ბაღების პედაგოგები ჰიგიენის ნორმები გაამკაცრონ, სწორად დაატრენინგონ პედგაოგებიც და ბავშვებიც. ეს არის გამოსავალი და არა სწავლის შეჩერება”, - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ვატო სურგულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×