რეზონანსი
27.02.2020

უგეზო მთვარეა 07:25 დან 11:30 მდე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

შეინარჩუნეთ ემოციური ბალანსი, გარკვეული სირთულეები დღეს იჩენს თავს, მაგრამ თქვენი უხეშობით ნუ გაამწვავებთ სიტუაციას. ერიდეთ კონფლიქტებს.

კურო

ნუ დააჩქარებთ მოვლენებს, მიჰყევით დინებას, მიეცით საშუალება სამყაროს განავითაროს თავის სცენარი.

ტყუპები

მოსალოდნელია უთანხმოება ახლობელ ადამიანებთან და პარტნიორებთან, ნუ იქნებით დიქტატორი და შემტევი, გაიხსენეთ თქვენი ურთიერთობების საუკეთესო მომენტები და იყავით მეტად დამთმობი.

კირჩხიბი

შესაძლოა დღეს თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანისგან იმედგაცრუებული დარჩეთ, ან შესაძლოა სამუშაომ არ მოიტანოს ის შედეგები რასაც ელოდით.

ლომი

თქვენ კარგად შეძლებთ თავის წარმოჩენას და იმასაც მიხვდებით, რომ სრულიად შესაძლებელია სხვადასხვა მიმართულებით ფიქრი და სხვების მოსმენაც, ეს ყოველივე კი პოზიტიურად აისახება ურთიერთობებზე თქვენს ირგვლივ.

ქალწული

დიდი ალბათობით გადაჭრით ინტიმურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებს, თქვენ მიიღებთ საინტერესო პასუხებს და მიხვდებით, როგორ იმოქმედოთ უკეთესად წარმატების მოსაპოვებლად.

სასწორი

ოჯახური დაძაბულობა, უთანხმოება პარტნიორთან შესაძლოა პრობლემად იქცეს, შეეცადეთ იყოთ, მშვიდი და მაქსიმალურად გაწონასწორებული, ეს საჭიროა ყველას კეთილდღეობისთვის.

მორიელი

მიჰყევით გულს და ეჭვს ნუ შეიტანთ თქვენს ინტუიციაში, ნუ იჩქარებთ, მოთოკეთ ემოციები, ყველაფერი ისე არ არის როგორ ხედავთ და სამყარო მალე დაგანახებთ სწორ გზას.

მშვილდოსანი

თავსმოხვეული კონტროლი და მანიპულაციები გონებას გიბინდავთ და საკუთარი უსუსურობა გთრგუნავთ, გამოფხიზლდით და გამოდით ჩრდილიდან რაც შეიძლება სწრაფად.

თხის რქა

ვერაფრით ახერხებთ კომპრომისზე წასვლას, ნუ იჩქარებთ დასკვნების გაკეთებას, გარჩევები ჯობს სამომავლოდ გადადოთ.

მერწყული

ახლა თქვენი პოზიციების დაფიქსირების დროა, თუ რაიმე არ მოგწონთ თქვით ეს ხმამაღლა და ენდეთ მათ ვინც თქვენს ირგვლივაა.

თევზები

პირადი თემების მოსაგვარებლად რჩევებისთვის ჯობს მეგობრებს მიმართოთ, რათა პრაქტიკულად და მარტივად გადაჭრათ არსებული გაუგებრობები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×