
ახალი კორონავირუსის გავრცელების არეალის გაფართოების ფონზე სამედიცინო ნიღბებსა და რესპირატორებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყენებენ. თუმცა, ნიღბებისა და რესპირატორების დამცავი ფუნქციის ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორად აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი წვერ-ულვაშს ასახელებს. დაწესებულების მიერ გამოქვეყნებული ინფოგრაფიკა წვერ-ულვაშის რამდენიმე ათეულ სტილს ასახავს. მათი უმრავლესობა ნიღბებსა და რესპირატორებთან შეუთავსებელია.
აშშ-ის ჯანმრთელობის დაცვის სისტემის წარმომადგენელთა განმარტებით, ზოგიერთი ტიპის წვერმა, ულვაშმა ან ორივემ ერთად, შესაძლოა, ექსჰალაციის სარქვლის ნორმალური მუშაობა შეაფერხოს. მაგალითად, ისეთი სტილი, როგორიც არის ბაკენბარდები და ულვაშის რამდენიმე ნაირსახეობა, დასაშვებია, მაგრამ ბლანჟესა და მთლიან სახეზე მოშვებული წვერის ტარება რეკომენდებული არ არის.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფოგრაფიკის მიხედვით, ცხენის ნალის მოყვანილობის ან გვერდებში აწკეპილი ულვაშების ტარება შესაძლებელია, თუმცა სიფრთხილის ზომების დაცვა აუცილებელია. ამ ყველაფრის მთავარი აზრი ის არის, რომ წვერ-ულვაში რესპირატორის ან სამედიცინო ნიღბით დაფარულ სახის მონაკვეთს არ უნდა სცილდებოდეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე