რეზონანსი
28.02.2020

დუშეთში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.

41 წლის ლაშა ქემბარაშვილი, რომელიც დედისა და დის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაშია ბრალდებული, პოლიციას თავად ჩაბარდა.

რაც შეეხება საზარელი მკვლელობის მოტივს, ამაზე ჭოპორტში მცხოვრებლებს საუბარი უჭირთ. ისინი მამაკაცს დადებითად ახასიათებენ და ოჯახში კონფლიქტის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ გასრილის ხმა 08:00 საათზე გაიგეს. ქემბარაშვილის დედა ადგილზე იყო გარდაცვლილი, ახალგაზრდა ქალს კი სასიცოცხლო ნიშნები აღენიშნებოდა, თუმცა ის კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

"41 წლის კაცმა, საკუთარი დედა და და სანადირო თოფით მოკლა. ლაშას ცოლი არ ჰყავს, მშრომელი ბიჭია. დედა ადგილზე გარდაიცვალა. ერთადერთი და ჰყავდა, როგორ გაიმეტა?! ანგელოზივით გოგო იყო"- აცხადებს გარდაცვგლილების ნათესავი.

კიდევ ერთი მეზობელი ამბობს, რომ მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში არ ჰყოფილა.

"აქ ვარო, არსად არ მივდივარო. გვეგონა თეა მაინც გადარჩებოდა, რადგან პულსი ესინჯებოდა",- აცხადებს მეზობელი

ნიუპოსტი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×