ია აბულაშვილი
28.02.2020

"გინდა დაიჯერეთ გინდა არა, დღეს საქართველოს ხელისუფლებას მართავს არა ბიძინა ივანიშვილი, არამედ გიგა ბოკერია. თუ არის რაღაც მოსაზრება, ივანიშვილი ჯერ ბოკერიას უთანხმებს. ახლა ცდილობენ, როგორმე ბოკერია დაითანხმონ, 110 იქნება თუ 120. ხუმრობენ მოკლედ, ბოკერია "ქართულ ოცნებაში" ქურდად ზისო," - ასე ეხმაურება პარტია "თავისუფალი საქართველოს " ლიდერი კახა კუკავა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე დიალოგს.

ევროკავშირის საელჩოს ორგანიზებით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეხვედრები გაიმართა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილე მხარეებმა განაცხადეს, არის რამდენიმე ვერსია, მათ შორის პრინციპი, რომ პროპორციული სისტემით თუ პარტია 40-ზე ნაკლებს მიიღებს, მთავრობას ვერ დააკომპლექტებს. შესაძლებელია იყოს მოლაპარკება იმაზეც, რომ პროპორციულ მანდატთა რაოდენობა მაჟორიტარების შემცირების ხარჯზე გაიზარდოს.

"ამ შეხვედრებმა ცოტა არ იყოს გასტრონომიული ხასიათი მიიღო და მეშინა არ გასუქდნენ. პირადად მე ამ შეხვედრებს არ ვესწრები, თუმცა მაქვს კომუნიკაცია იმ ადამიანებთან ვინც მონაწილეობს და ვფლობ ინფორმაციას. ჯერ-ჯერობი ხელისუფლება ჩამოყალიბებული არ არის, კონსულტაციებს მართავს ქვეყნის გარეთ, რა შემთხვევაში შეწყდება წნეხი მის მიმართ. ხელისუფლებას ეშინია ორი რაღაცის - სანქციების დაწესების და არჩევნების შედეგების დელიგიმიტაციის.

ის, რომ 2020 წლის არჩევნებში, გუნდს, რომელსაც 40%-ზე ნაკლები მხარდაჩჭერა ექნება მთავრობას ვერ დააკომპლექტებს, გონივრული შეთავზებაა, იურიდიულად და კონსტიტუციურადაც გამართლებული იქნება. ხელისუფლება, რომელიც ვერ შეძლებს 35%-ზე მეტის აღებას, წავიდეს რა სახლში, თავი ხომ არ უნდა გაგიჩეჩქვონ?! რაც შეეხება პროპორციულ მანდატთა რაოდენობის მაჟორიტარების შემცირების ხარჯზე, 110/40-ზე იქნება, 120/35-ზე თუ კიდევ სხვა, ვიცი, რომ იყო მსჯელობა მაგრამ არაინიარი შეთავაზება არაა, რადგან ამისთვისაც არ არის ხელისუფლება მზად. გინდა დაიჯერეთ გინდა არა, დღეს საქართველოს ხელისუფლებას მართავს არა ბიძინა ივანიშვილი, არამედ გიგა ბოკერია. თუ არის რაღაც მოსაზრება, ივანიშვილი ჯერ ბოკერიას უთანხმებს. ახლა ცდილობენ, როგორმე ბოკერია დაითანხმონ, 110 იქნება თუ 120. ხუმრობენ, მოკლედ ბოკერია "ქართულ ოცნებაში" ქურდად ზისო.

მე ვაფრთხილებ ხელისუფლებას, დრო აღარ იცდის და თუ რაიმე დათმობაზე არ წავა, შეიძლება პროცესები ისე წავიდეს, რომ უფრო მეტის დათმობა მოუწიოს. ყველაზე დიდი უბედურება ქვეყნის არის "ქართული ოცნება". ნახეთ რა ხდება, პატარ პრობლემა და ყველაფერი თავდაყირა დგება. ელემენტარულად პირბადეები არ არის, წამლების გაძვირებაზე, რომ აღარაფერი ვთქვა. მე რომ 8 მილიარდი მქონდეს, უფასოდ დავარიგებდი ამ პირბადეებს. აფთიაქებს რა შეუძლიათ, 4 კომპანიაა და აქედან ორი ბიძინა ივანიშვილსაა, ოქრიაშვილი და კურტანიძე დამოუკიდებლად მოძრაობას თუ დაიწყებენ მაშინვე დახურავენ. ჩვენ პარტიას ბიძინასთან შედარებით რა აქვს, მაგრამ უკვე შევუთანხმდის თურქულ კომპანიას, რომ პირბადეები შევიძინოთ და შემოვიტანოთ ქვეყანაში, მაგრამ მეშინია კონტრაბანდად არ ჩამითვალონ" - განაცხადა "რეზონანსთან" კახა კუკავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×