რეზონანსი
28.02.2020

ტელეამყვანი ეკო ფანგანი საზოგადოებას მოუწოდებს პასუხისმგებლობით მოეკიდონ საქართველოში გავრცელებულ კორონავირუსს და გაითვალისწინონ ექსპერტების რჩევა-რეკომენდაციები.

"იტალიიდან კიდევ ერთ ჩამოსულ ქართველს დაუდასტურდა კორონა ვირუსი. ჯანმრთელი ჩინელების ცეცხლზე დაწვაც კი სურდა ბევრ ქართველს ვირუსის გამო და ამ დროს!.. როცა ამბობენ არ იმოგზაუროთ იტალიაში, ირანში და ასე შემდეგ, ნორმალურია ეს რაც ხდება? ფრენა გააუქმეს და "მარშრუტკით" წავიდა საქართველოს მოქალაქე ირანში. დღე და ღამე აცხადებენ, არ გაფრინდეთ იტალიაში (ვინც უკვე წასული იყო, მათ არ ეხებათ) და საქართველო-იტალიის თვითმფრინავები მაინც ივსება კვირაში რამდენჯერმე (სავარაუდოდ, იაფი ბილეთის გამო). მაგას რა ჰქვია? ხამობა? უპასუხგებლობა? ფეხებზე მკიდიობა? მაშინ დარჩით, თუ შეიძლება მანდ და აქ ნუღა ჩამოხვალთ. ზუსტად ვიცოდი, რომ ისევ ქართველები ჩამოიტანდნენ ვირუსს საქართველოში თავიანთი "სვეცკაობის" გამო" - წერს ეკო ფანგანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×