ია აბულაშვილი
28.02.2020

„თაკო შლის პროცესსო, რა უნდა დაშალო, რაც არ არსებობდა. ეს რა გაერთიანებაა, მითხარით? შედეგად რუსული ვექტორის რეაბილიტაცია რომ დადო და ბურჯანაძეს ევაჭრება კვოტებზე. ეს „ფსევდომაგიდა" დიდი ხანია არ მაინტერესებს" - ასე ეხმაურება პარტია „კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი ჟურნალისტ თამარ ჩორგოლეიშივლის განცხადებას, რომ „თაკო ჩარკვიანი პროცესის ჩაშლას ჩალიჩობს მონაწილეების მოღალატედ გამოცხადებით".

„ხომ ვამბობდი, საქმე ისე არ მიდის, როგორც საჭიროა-მეთქი?! ხომ აღმოვჩნდი მართალი?! პროპორციული პროპორციულიო იძახდნენ და რა მივიღეთ შედეგად, გასცდა ფორმატი პროპორციულს და ვაჭრობა მიდის კვოტებზე. ბურჯანაძის კანდიდატურას რომ შესთავაზებ ამომრჩეველს ქუთაისში, აღარ რცხვენიათ? მე ვშლი პროცესს, რა უნდა დაშალო, რაც არ არსებობს. ეგ რა გაერთიანებაა, მითხარით? გაერთიანება დაირქვა და შედეგად მიიღო რუსული ვექტორის რეაბილიტაცია და მაჟორიტარობაზე ელაპარაკო? ამ თამაშ-თამაშში რა მივიღეთ, ხელისუფლება არ მოდის დათმობაზე, ივანიშვილი ეყრდნობა იმ ხალხს, ვინც გაიყიდება. ხალხმა უკვე დაინახა, მაგათთან როგორ დაწანწალებენ სასაუბროდ და გაგიჟდა. ეს იყო ჩემი მიზანი, რომ პარლამენტში ცხრატალახგამოვლილ პოლიტიკოსებთან ერთად შევიდე?! ასე არ გამოვა. შეხვედრა უკვე გვქონდა „ძალა ერთობაშიას" და უახლოეს მომავალში გავაკეთებთ განცახდებას რას ვაპირებთ. ვინც შედეგი დადო, და „ძალა ერთოაბშიამ" დადო შედეგი საპრეზიდენტო არჩევნების დროს, იმათ აცალეთ, ვისაც გინდათ, გარდა რუსული ვექტორის პარტიებისა შემოგვიერდით. თორემ მე ეს „ფსევდომაგიდა" მე დიდი ხანია აღარ მაინტერესებს, რა საქმე მაქვს სერგო ორჯონიკიძესთან?!" - განაცხადა "რეზონანსთან" თაკო ჩარკვიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×