რეზონანსი
29.02.2020

მომღერალმა თემურ თათარაშვილმა, შაბათს სოციალურ ქსელში, წერილი გამოაქვეყნა, სადაც ჰყვებოდა, “ბოროტმა ძალამ – ნაციონალურმა მოძრაობამ” როგორ ჩაუშალა დაგეგმილი კონცერტი. 

ემიგრანტების ინფორმაცია კი თითქმის იდენტურია.

თამარ ბერიშვილი:

“ცოტა არ იყოს შეურაცხმყოფელია, მართლა ჰგონია, რომ ჩვენ აქ გასართობად და ბიზნესის საკეთებლად ვართ ჩამოსულნი? ჩვენ აქ ვმუშაობთ და დასვენების დღე გვაქვს კვირას, ასევე, წესით, ხუთშაბათ საღამოს, მაგრამ ქართველების უმეტესობას იტალიელები თანხას უმატებენ და იმ ხუთშაბათ საღამოსაც ვმუშაობთ.

კონცერტი როდის იყო დაგეგმილი ახლაც არ ვიცი, მაგრამ, ვიცი ის, რომ ნამდვილად არ იყო დაგეგმილი კვირა დღეს.

მახსოვს ნატო გელაშვილი რომ იყო ჩამოსული, ორი თვით ადრე ვიცოდით, ვემზადებოდით, ერთმანეთს ვეუბნებოდით, „ოცნების“ მხარდამჭერებიც იყვნენ და „ნაციონალების“. მშვენიერი საღამო იყო, ძალიან ბევრი ხალხი ვიყავით, მერე სცენიდან ჩამოვიდა და ვისაუბრეთ კიდეც. არავინ არავის ჰყოფს აქ „ქოცებად“ და“ ნაცებად“.

ყველანი ადამიანები ვართ და ყველას ჩვენი აზრი გვაქვს, პოლიტიკაზეც ვსაუბრობთ და ზოგჯერ შეიძლება ვიკამათოთ კიდეც, მაგრამ – ჩვენს გვერდით რომ კარგი სამსახური გამოჩნდეს, ქართველს დავურეკავთ, თუნდაც იმას, ვისთანაც გვიკამათია!

მინდა ხმა მივაწვდინო თემურ თათარაშვილს და ვუთხრა მას, ნუ მოგვაყენებს შეურაცხყოფას. დასვენების დღისთვის დაემთხვიათ, შეეტყობინებიათ და მივიდოდით”

ნათათო გიორგაძე:

“ახლაც არ ვიცი, როდის იყო ჩამოსული. მაგათ ეგონათ, „ოცნების“ მხარდამჭერები მივიდოდნენ, თანხებს გაისროდნენ. 20 ევრო ღირს ბილეთი აქ ზოგადად, ალბათ, მაგ კონცერტზეც ასე ეღირებოდა.

იყო საუბარი, რომ კონცერტი უნდა ყოფილიყო, გავრცელდა ხმა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები უნდა მივიდნენ მარტო და ნაცები არ მოხვიდეთო, მერე ემიგრანტებმა თქვეს, საერთოდ არ წავალთ თუ ასე დაყოფილია პოლიტკურადო.

ჩვენ აქ ყველაფერი ქართული გვენატრება, ყველას პატივს ვცემთ, ხელოვანის მორაგბეს, ძიუდოისტს, ყველას სანახავად სიხარულით მივდივართ, რაგბის ქართული გუნდის თამაშის სანახავად სად არ ვყოფილვარ, აწიც წავალ. რა განცხადებაც არ უნდა გააკეთონ, ქართველები არიან, ვამაყობ მათი მიღწევებით.

ერთი ათმა ადამიანმა დამირეკა უკვე, ვინ ჩაშალაო, ვის უნდა ჩაეშალა, არც ვიცოდით, როდის ტარდებოდა.

ვერ ჩამოყალიბდნენ და არ დაწერეს, კვირას ტარდებოდა, შაბათს, თუ ხუთშაბათს, არც ის თქვეს, სად ტარდებოდა.

არც ფოტოები დადებულა ახლა კონცერტის. ეტყობა, თავი ვერ მოაბეს გაკეთებას და უთხრეს, აი, ნაციონალებმა ჩაშალესო, ესაა ქოცური აზროვნება. ხალხი არ მივიდოდა, რომ სცდონოდა, ეგ არის ტყუილი, ნებისმიერი ემიგრანტის ხმას დავიცავ. მოუსვეს ემიგრანტებს ხელი და დააბრალეს. არ ყოფილა აფიშა, არ ყოფილა განცხადება.

საერთოდ არ გვაინტერესებს არავისი პოლიტიკა, ყველა კონცერტზე მივდივართ, თუ გავიგეთ, რომ ქართველი მომღერალი, ან მუსიკოსი ჩამოდის.

ბატონ თემურს კი მინდა ვუთხრა, ვინც ჩამოვა ემიგრანტებთან, ემიგრანტების სამუშაოს, პოზიციას სცენ პატივი. ამ განცხადების მერე ემიგრანტი აღარ მივა მის კონცერტზე, როგორი ორგანიზებულიც არ უნდა იყოს”.

კიდევ ერთი ემიგრანტი, ნანკა, წერს:

„მე ვარ იტალიის ქალაქ რეჯო-ემილიაში. ქართველი ემიგრანტების რაოდენობით, მეორე ქალაქია ეს იტალიაში, ქალა ბარის შემდეგ. აქ ჩატარდა კონცერტი ნახევრადცარიელ დრაბაზში, სადაც 80% ზუსტად ნაციონალები იყვნენ მისულნი. ბოლოს უნდოდათ პასუხი მოეთხოვათ მის კომენტარზე, მაგრამ შეგვეცოდაო, იმდენად საბრალო გარემო იყოო, ცარიელი დარბაზიო. მე შეგნებულად არ წავედი“.

ალია

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×