
უკრაინის საკითხის გამო მართლმადიდებელ სამყაროში დაწყებული კრიზისი ღრმავდება - ამანში გამართული შეკრების საპასუხოდ, კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართლომე I ახლო მომავალში ყველა მართლმადიდებელი კელესიის ლიდერების საგანგებო შეხვედრის ორგანიზებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული „რია ნოვისტი" ავრცელებს საკუთასრ წყაროზწე დაყრდნობით. თეოლოგი ლადო ნარსია მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკლესია ამ შეხვედრას აუცილებლად უნდა დაესწროს.
იორდანიის ქალაქ ამანში მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურთა შეხვედრა იერუსალიმის პატრიარქის მიერ იყო ორგანიზებული. თავად იერუსალიმის პატრიარქ თეოფილეს გარდა, მასში მონაწილეობდნენ რუსეთის პატრიარქი კირილი, სერბეთის პატრიარქი ირინეოსი, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი როსტისლავი და ასევე რუმნეთისა და პოლონეთის ეკლესიების დელეგაციები. სხვა მართლმადიდებელმა ეკლესიებმა, მათ შორის საპატრიარქომაც, იერუსალიმის პატრიარქის მოწვევის მიუხედავად, შეხვედრაზე დასწრებისაგან თავი შეიკავეს.
ამანში საუბრის მთავარი თემა უკრაინა და უკრაინის ეკლესიისათვის კონსტანტინეპოლის პატრიარქის მიერ ავტოკეფალიის მინიჭება იყო.
ლადო ნარსიას შეფასებით, რუსეთი მართლმადსიდებელი სამყაროს პოლარიზებას ცდილობს კონსტანტინოპოლის პატრიარქის საპირწონედ ერთგვარი მეორე სასულიერო ცენტრის შექმნა სურს იურუსალიმის საპატრიარქოს სახით. მისივე თქმით, ბართლომე I-ის მიერ დაგეგმილი შეკრება იქნება კიდევ ერთხელ მისი მსოფლიო პატრიარქობის ლეგიტიმაციის დემონსტრირება.
„თანამედროვე მართლადიდებელ სამყაროში ოცდამეერთე საუკუნის მთავარი გამოწვევა ისაა, რომ იქმნება ორი ცენტრი - ყოველ შემთხვევაში, რუსეთს უნდა, რომ მეორე ცენტრად დაასახელოს იერუსალიმი. ამ განზრახვას არ აქვს საფუძველი, თუმცა შეფერილობით, შესაძლოა, რომ რეალობასთან რაღაც მსგავსება ჰქონდეს.
„ვინაიდან იერუსალიმი წმინდა ქალაქია და მას უკავშირდება ქრისტიანობის ისტორიის მნიშვნელოვანი მომენტები, რუსეთს უნდა, რომ ეს გამოიყენოს კონსტანტინოპოლის მსოფლიო ტახტის საპირწონე არგუმენტად და უნდა, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი მართლმადიდებელი სამყაროს ლიდერობას ჩამოაცილოს ამგვარი ფსევდოარგუმენტით", - ამბობს თეოლოგი.
ნარსიას განმარტებით, ბართლომე I-ის მიერ ინიცირებული შეკრებაზე რუსეთის დასწრება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რათა რუსეთის პატრიარქი კიდევ ერთხელ დარწმუნდეს საკუთარი განზრახვის უსაფუძვლობაში:
„მიმაჩნია, რომ შეკრება უაღესად მნიშვნელოვანი და აუცილებელია მართლადიდებლური სამყაროსთვის, სადაც, სავარაუდოდ, ხაზი გაესმება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს პირველობას და ისტორიულად მისი ლეგიტიმური უფლების შესახებ ქრისტიანულ სწავლებას. ძალიან მნიშვნელოვანია კონსტანტინოპოლის პატრიარქის ეს ინიციატივა და კარგი იქნება, თუკი ასეთ შეკრებას დასწრება რუსეთის ეკლესია და სხვა უძველესი ბერძნულენოვანი ეკლესიები.
„რაც შეეხება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ვივარაუდებ, რომ თუ ამგვარ შეკრებას დაესწრება რუსეთის ეკლესია, ასეთ შემთვევაში საქართველოს ეკლესია დასწრებისაგან თავს არ შეიკავებს და დაეთანხმება მოწოდებას. რა თქმა უნდა, სხვა საკითხია რა პოზიციას დააფიქსირებს, რამდენად არგუმენტირებულ იქნება ეს და რამდენად იქნება საქართელოს ეკლესიის პოზიცია გათავისუფლებული რუსეთის ეკლესიის პოზციისაგან, რაც ძალიან მნიშვენოვანია" - განაცხადა ლადო ნარსიამ „რეზონანსთან" საუბრისას.
რუსული „რია ნოვოსტის" ცნობით, მომავალ შეკრებასთან დაკავშირებით ბართლომე I-მა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდი სხდომა დანიშნა, რომელიც სამი დღის განმავლობაში განიხილავს ფანარიონის ეგიდით სრულიადმართლმადიდებლური სამყაროს პატრიარქების შეკრების შესაძლებლობას. თუმცა განხილვის საკითხი იქნება არა უკრაინის სასულიერო სამყაროში შექმნილი პრობლემები, არამედ ის, რომ ამანში კონსტანტინოპოლის პატრიარქის გარეშე გაიმართა შეკრება.
აღსანიშნავია, რომ 1054 წლის შემდეგ ეს იყო უმაღლესი რანგის მართლმადიდებელი იერარქების პირველი შეხვედრა, რომელშიც არ მონაწილეობდა მსოფლიო პატრიარქი.