რეზონანსი
29.02.2020

 რამაზ ნოზაძე და ხატია სიჭინავა როცა ერთმანეთს შეხვდნენ, ორივენი პოპულარულები იყვნენ. რამაზი მსოფლიო ჩემპიონია ჭიდაობაში, არაერთი სპორტული ტიტული აქვს, ხატია კი ტელე და რადიოწამყვანი იყო. გარკვეული პერიოდის შემდეგ საქმიანობა აბსოლუტურად განსხვავებულ სფეროებში განაგრძეს, მაგრამ დღემდე პოპულარული წყვილია. მათი ოჯახური ცხოვრება კი მუდმივად ყურადღების ცენტრშია.

სამი გოგონას – გაბრიელას, ოლღას და ევანგელინას – მშობლებს მალე ბიჭიც შეეძინებათ. ოჯახი სასიხარულო მოლოდინშია.

"ვაჟიც მალე შეგვეძინება. ჩემი ნატვრა ის არის, რომ ბევრი შვილი მყავდეს და ალბათ ღმერთი ამით მასაჩუქრებს. მთავარია, შვილი იყოს ჯანმრთელი და, გოგო იქნება თუ ბიჭი, რა მნიშვნელობა აქვს?

მრავალშვილიანობას არ შევუშინდები. მეც მრავალშვილიან ოჯახში გავიზარდე, ვიცი, როგორი რთულიც არის, მაგრამ არაფერს ვუშინდები", - განუცხადა "სარკეს" რამაზ ნოზაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×