
ასტროლოგი ხათუნა ნოელი კორონავირუსზე წერს და საქართველოს ასტროლოგიურ რუკას მიმოიხილავს:
"ძალიან აქტუალური თემაა და ვერც ჩვენ გამოვტოვებთ ამ ახალ ვისრუსზე საუბარს, თუმცა აქედანვე აღვნიშნავ, რომ საგანგაშო აბსოლუტურად არაფერი გვჭირს.
ახლა კი მივუყვეთ და ავხსნათ ეს ასტროლოგიურად:
საქართველოს რუკის ჯანმრთელობის სახლი იწყება ქალწულის ნიშნით. მერკური კი ამ რუკაში მშვილდოსნის ზოდიაქოში ზის, მე-7 სახლში. მერკური მშვილდოსანში გაძევებულად ითვლება, მაგრამ კონკრეტულად ამ რუკაში მის პოზიციას იუპიტერთან შეერთება ამყარებს. მერკურის ამ შეერთების გარდა, კიდევ 1 ასპექტი აქვს, თუმცა ისიც ჰარმონიულია - ტრინი მთვარესთან. მთვარე მუნდეანურ რუკებში ხალხს ნიშნავს; ანუ ზოგადი შეფასებით, ხალხის ფიზიკური ჯანმრთელობა დადებითად შეგვიძლია რომ შევაფასოთ. მეტი ასპექტები მერკურს არ აქვს. დაუზიანებელი და ჯანმრთელია.
ახლა ტრანზიტებში, ვნახოთ, რა ხდება?
ვირუსები ნეპტუნია. ტრანზიტული ნეპტუნი თევზების მე-18 გრადუსს გადის და საქართველოს რუკის მერკურთან, რომელიც მშვილდში, მე-3 გრადუსზე იმყოფება, შეხება აღარ აქვს. ჰქონდა შემოდგომით კვადრატი, რომელიც კაი ხნის დაშლილია და ესე იგი ამ კუთხით არაფერი გვემუქრება.
ახლა სხვა კუთხით ვნახოთ.
მე-12 სახლის მმართველი ჩვენი რუკისთვის კვლავ ნეპტუნია, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ, ხოლო კრიზისების მე-8 სახლის მმართველი - იუპიტერი, რომელსაც ახლა არ სცალია მერკურისთვის, სხვა პლანეტებთან აქვს ასპექტები თხის რქის ზონაში.
მოკლედ, სანერვიულო ისეთი არაფერია, როგორიც პანიკაა აწეული. დამშვიდდით და ინდივიდუალური უსაფრთხოების ზომები დაიცავით. უპირველეს ყოვლისა, ხელები იბანეთ ხშირ-ხშირად".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე