რეზონანსი
01.03.2020

სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა.ინფორმაცია ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გამოაქვეყნა.

იგი აცხადებს, რომ ინფიცირებული სომხეთის მოქალაქე, 29 წლის მამაკაცია, რომელიც 28 თებერვალს ირანიდან მეუღლესთან ერთად დაბრუნდა.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ინფიცირებული თავს კარგად გრძნობს, თავდაპირველად ჰქონდა მომატებული ტემპერატურა, ამჟამად კი, ეს სიმპტომიც არ აღენიშნება. ამასთან, მისივე თქმით, მამაკაცის მეუღლეს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.

ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით გათვალისწინებული ყველა ზომა გატარდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×