რეზონანსი
01.03.2020

იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსის წარმოშობაზე საუბრობს და ამბობს, რომ 2019 წლის დეკემბრამდე არსებობდა სხვა მსგავსი ტიპის ვირუსები, თუმცა ეს განსხვავებული შემთხვევაა და ის ყველას შეიძლება დაემართოს, თუმცა პანდემიად არ ითვლება.

იმუნოლოგის თქმით, დამაიმედებელია გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკა და ასევე ის ფაქტი, რომ ინფექციის პირველწყარო სადაც იყო, ქალაქ უჰანში დღეს ვირუსით დაავადებულთა რიცხვი ფაქტობრივად, აღარ იზრდება.

„სწორია, უნდა ვშფოთავდეთ, ჯანსაღი რეაქცია იყო, ყველანი ფხიზლად და პასუხისმგებლობით უნდა ვიყოთ. ეს რას ნიშნავს – თუ გადაუდებელი აუცილებლობა არაა, თავი შეიკავოს ყველამ უცხოეთში წასვლისგან და ამით საკუთარ შვილებს, მოქალაქეებს და ყველას ჩვენ გაგვიფრთხილდნენ. მოვა სითბო და ეს ინფექცია ალბათ ჩათავდება. ხელის ჰიგიენას გადამწყტვეტი მნიშვნელობა აქვს. ყველაზე დიდი წყარო ინფექციის გავრცელების არის ხელი. ნიღაბს ამ დაცვის თვისება მინიმალური აქვს” – აცხადებს კულუმბეგოვი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×