თამარ შუკვანი
01.03.2020

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ საარჩევნო რეფორმასთან მიმდინარე მოლაპარაკებაზე ხელისუფლების მიერ კონკრეტული შეთავაზებები უკვე გაკეთდა და ჯერი ოპიზიციაზეა. თანაც, ამ მოლაპარაკებებში დიდი როლი უჭირავს საერთაშორისო პარტნიორებს და მხარეთა შორის კონკურენცია მიდის იმაზე, მათ ვინ უფრო მეტად მოაწონებს თავს.

„არაფორმალური მოლაპარაკება, რაც გაიმართა, ერთგვარი მოთელვა იყო იმისათვის, რომ მხარეები უკვე ოფიციალურად მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას და დადონ კონკრეტული წინადადებები. საერთაშორისო თანამეგობრობა, როგორც მედიატორი, იმაზე მეტად აქტიურად არის ჩართული, ვიდრე ეს ადრე იყო. მაშინ უფრო მოდერატორის ფუნქციას ასრულებდა. 

„ახლა უკვე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კონკურენცია მიდის იმაზე, ვინ უფრო კონსტუქციული გამოჩნდება დასავლელი პარტნიორები თვალში. მათ შორის ისედაც მიდის შეჯიბრი, ვინ უფრო მეტ მხარდაჭერას მოიპოვებს დასავლეთიდან საპარლამენტო არჩევნების წინ. დესტრუქციული და მოლაპარაკებებზე არწამომსვლელი ძალის იმიჯის შეძენა არცერთ მხარეს არ აწყობს. 

„დღეს ხელისუფლების მხრიდან მაგიდაზეა ორი კონკრეტული წინადადება. ეს არის 100/50 და ასევე საარჩევნო კოდექსსა და კონსტიტუციაში იმის გათვალისწინება, რომ 40%-ზე ნაკლები ხმების მიმღები პარტია მარტო ვერ დააკომპლექტებს მთავრობას, რაც ოპოზიციის წუხილი იყო. ხელისუფლებისგან გაცხადდა მზადყოფნა, რომ მზად არიან ამაზე წამოვიდნენ. 

„რა დევს ოპოზიციის მხრიდან? - საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არაფერი. მხოლოდ ერთი მოთხოვნა, რომ თუ გინდათ მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ, გაათავისუფლეთ ის ხალხი, ვისაც ისინი პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ. არ მგონია, რომ ასეთი პოზიცია საერთაშორისო პარტნიორებში აღიქმებოდეს, როგორც კონსტრუქციული მიდგომა,“ - აღნიშნა ანჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×