
„პარასკევს მივიღე შეტყობინება, რომ გაიმართებოდა უმრავლესობის სხდომა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკიხები არ ვიცი, თუმცა ვფიქრობ, რომ ძირითადი განხილვის თემა იქნება საარჩევნო სისტემა. რამდენადაც ვიცი, ამ სხდომას დაესწრება პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი“, - ასე ეხმაურება დეპუტატი ლადო კახაძე უმრავლესობის სხდომას, რომელიც „ოცნების“ ოფისში გაიმართება.
„რაც საგაზაფხულო სესია დაიწყო, ამ ფორმატში უმრავლესობის სხდომა არ გამართულა. ორი დღის წინ მივიღე შეტყობინება, რომ სხდომა გაიმართებოდა, თუმცა დღის წესრგით გათალისწინებული საკითხები არ ვიცი. ალბათ მიმდინარე საკითხებთან ერთად ძირითადი განხილვის თემა მაინც საარჩევნო სისტემა იქნება.
„რამდენადაც ვიცი, სხდომას სრული შემდეგნლობით დაესწრებიან მმართველი გუნდის წევრები, მათ შორის პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
„რაც შეეხება „ოცნების“ მომავალ საპარდამენტო სიებს, ამასთან დაკავშირებთი „ოცნებაში“ მსჯელობა არ გამართულა. ეს არ არის მთავარი მიზანი მმართველი გუნდის. ჩვენ კონცენტრირებული ვართ, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს სტაბილურობა და ყველა პრობლუმრი საკითხი ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად ქვეყნის სასიკეთოდ გადაიჭრას.
„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ქვეყნის ოპონენტებს, ასე ვუწოდებ მე ოპოზიციას, რა შეთავაზებაც არ უნდა გაკეთდეს ხელისუფლების მხრიდან, მათთვის მიუღებელია. საარჩევნო სისტემა მათთვის მხოლოდ სიტყვის მასალა და ტელეკრანზე გამოჩენის საშუალებაა. რა სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, დარწმუნებული ვარ, რომ მათი გამარჯვების არიანირ შანსი არ არის, ამიტომაც აწყობთ არეულობა“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ლადო კახაძემ.