ელზა პაპოშვილი
01.03.2020

კორონავირუსის ჩრდილოეთ იტალიაში გავრცელები გამო, საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად იტალიაში იმყოფებიან, საქართველოში მყოფი თანამემამულეების ნაწილის მხრიდან კრიტიკისა და ბულინგის ობიექტები გახდნენ. ამის შესახებ „რეზონანსს“ ჟურნალისტი სალომე გოგოხია ესაუბრა, რომელიც ამჟამად სამხრეთ იტალიაში იმყოფება, სადაც ვირუსი გავრცელებული არ არის, თუმცა ბოლო დღეებში „ფეისბუკით“ რეგულარულად იღებს უსიამოვნო შეტყობინებებს საქართველოდან.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა,  რომ  იტალიური საინფორმაციო გამოშვებები გადაცემებს სწორედ  კორონა ვირუსის შესახებ იწყებენ, ტურისტებს ადგილობრივები აქეთ ამშვიდებენ.

„რაც შეეხება საქართველოს, ზოგადად, ჩვენ ემოციური ერი ვართ. სულ ვეძებთ ნეგატიურს, ვცდილობთ ერთმანეთს ვაწყენინოთ, ჩავაშხამოთ სიხარული. და აჰა, კიდევ ერთი მიზეზი კორონას სახით მოგვეცა. ნებისმიერი გრიპი არის საშიში, თუ არ გაუფრთხილდები. მაგრამ ის, რომ სრული ისტერიაა ქვეყანაში, ცოტათი მაშინებს.

„ისეთმა ადამიანებმა მომწერეს სოც ქსელში პირადსა თუ საჯაროდ, როგორ თუ გავბედე და წავედი, რომ მეცინება. სამწუხაროდ, ჩვენი კოლეგები ინფექციურ საავადმყოფოში ბოქსირებულ განყოფილებაში ისე  შედიან, რომ ელემენტარულად არც ნიღაბი უკეთიათ, არც ბახილები აცვიათ და შეხება აქვთ იმ მედიკოსებთან, რომლებსაც თავის მხრივ კონტაქტი აქვთ ვირუსიან პაციენტებთან და თქვენც ნახავდით ერთ-ერთმა მედიკოსმა, რომელსაც ნიღაბიც კი არ ეკეთა, დაავადებული ირანელი პაციენტი ბოქსში შეაბრუნა და ამგვარი კონტაქტის შემდეგ ჩემი კოლეგები ბრუნდებიან რედაქციებში, არანაირი დეზინფექცია არ უტარდებათ და კონტაქტს აგრძელევენ სხვებთან, ეს ნაკლებად სარისკოა? ნუთუ ისინი რისკის მატარბელები არ არიან? თუმცა, მათთვის საყვედური არ უთქვამთ. სამაგიეროდ მე საქართველოდან იტალიაში გადმომწვდნენ. ალბათ „იტალია“ უფრო საშიშად ჟღერს, ვიდრე „ინფექციურის ბოქსირებული განყოფილება“, სადაც ელემენტარული შეზეუდვაც კი არ მოქმედებს.

„როცა დავბრუნებდი, აუცილებლად დავიცამ ყველა პროცედურას, რაც საჭიროა იმისათვის, რომ სხვებმაც და მეც თავი მშვიდად ვიგრძნოთ, მაგრამ ისტერიკა, რამაც საქართველო მოიცვა, კორონაზე უფრო საშიშია“, - ამბობს ჟურნალისტი „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×