ჩინეთი აგრძელებს თავდადებულ და ეფექტურ ბრძოლას ახალი ტიპის კორონავირუსთან (COVID-19) - ქვეყნის მთავრობის მიერ დროულად მიღებულმა პროფილაქტიკისა და კონტროლის ზომებმა მნიშვნელოვნად შეაფერხა ვირუსის გავრცელება მსოფლიოში, რამაც მისცა დრო და საშუალება საერთაშორისო საზოგადოებას უკეთ მომზადებულიყო მოსალოდნელი ეპიდემიისთვის.
ამასობაში ჰუბეის პროვონციაში და მის დედაქალაქ უჰანში (ეპიდემიის კერა) მდგომარეობა თანდათან სტაბილურდება - დაავადების გავრცელების ტემპი ეცემა და დაინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება.
ამასთან ერთად, ქვეყანა ეტაპობრივად გამოდის კრიზისიდან და ეკონომიკა ისევ იწყებს მუშაობას. განაახლა მუშაობა რამდენიმე მნიშვნელოვანმა საწარმომ, რომლებიც იძულებულნი იყვნენ ეპიდემიის გამო წარმოება გაეჩერებინათ.
ასეთი კომპანიების რიცხვი დღითიდღე იზრდება მთელი ჩინეთის მასშტაბით და ისინი მაქსიმალურად ცდილობენ ჩვეულ რიტმში ჩადგომას და მიღებული შეკვეთების შესრულებას.
მაგალითად: აღდგენილია სარკინიგზო-სატვირთო გადაზიდვები ჩრდილოეთ ჩინეთსა და ცენტრალურ აზიას შორის - შესვენების შემდეგ პირველი სატვირთო მატარებელი 660 ტონა ტვირთით გაემართა ჩრდილოეთ ჩინეთიდან უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში. ეს პირველი იმედის მატარებელია, რომელიც კორონავირუსის აფეთქები შემდეგ იქნა გაგზავნილი ჩინეთის საზღვრებს გარეთ.
სიანის (პროვინცია შანსი) ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა საავტომობილო კომპანიამ Shaanxi Heavy Duty Automobile სრული დატვირთვით განაახლა ფუნქციონირება - ამუშავდა ყველა ლოგისტიკური და სერვისის ქვედანაყოფები.
პროვინცია ჩჟენსიანი (აღმოსავლეთ ჩინეთი) ტბა ციანდაოჰუზე დაიწყო თევზჭერის სეზონი. პირველი საგაზაფხულო მოსავალი გაიყიდა საქველმოქმედო აუქციონზე და მიღებული შემოსავლით შეძენილ იქნა სამედიცინო პროდუქცია იმ ექიმების დასაცავად, რომლებიც ჰუბეის პროვინციაში გმირულად იბრძვიან ეპიდემიის წინააღმდეგ.
განახლდა საფერმერო-მინდვრის სამუშაოები - პროვინცია ჰაინანში (სამხრეთ ჩინეთი) სამუსაოები ანტიეპიდემიური სტანდარტების სრული დაცვით მიმდინარეობს.
ცხოვრების ნორმალური რიტმის თანდათანობით აღდგენასთან ერთად კვლავ გაიხსნა ქალაქ შენჟენის (სამხრეთ ჩინეთი) აეროპორტი და დაიწყო რეგულარული რეისების განხორციელება.

რა ვითარებაა უჰანში
ამასობაში ქალაქ უჰანში ვითარება ასეთია - 16 დროებით ჰოსპიტალში, რომლებიც გადაკეთებულია სხვადასხვა დარბაზების, საგამოფენო ცენტრებისა და სხვა ობიექტებისგან, თადარიგში კიდევ 5 000 ათასი საწოლ-ადგილია, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა იქნეს გამოყენებული.
მთლიანობაში, ეპიდემიის პერიოდში უჰანში მთლიანობაში 16 ასეთი ტიპის ჰოსპიტალი იქნა შექმნილი 13 ათასზე მეტი საწოლ-ადგილით, რომლებიც ვირუსის სიმპტომების მქონე ადამიანებისთვის არის გათვლილი. ამ ჰოსპიტალებმა უკვე მიიღო 12 ათასი ადამიანი და ამ ეტაპზე მკურნალობას 7600 პაციენტი გადის.
ჩინეთი კიდევ უფრო აძლიერება ბრძოლას კორონავირუსთან
ჩინეთი კიდევ უფრო აძლიერებს ბრძოლას ეპიდემიის წინააღმდეგ, რათა ეფექტური შედეგები მაქსიმალურად ოპერატიულად იქნეს მიღწეული. ჩინეთის ცენტრალური კომიტეტის ეპიდემიის წინააღმდეგ მებრძოლმა სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა მოითხოვა, რომ ეპიდემიის ეპიცენტრში, პროვინცია ჰუბეიში კიდევ უფრო მეტი რაოდენობის თანამედროვე სამედიცინო ტექნიკა და პრეპარატები იქნას გაგზავნილი.
სხდომის მონაწილეებმა, რომელსაც ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრი და ამ ჯგუფის უფროსი ლი კეციანი ხელმძღვანელობდა, მოითხოვეს, რომ კორონავირუსით მძიმედ დაავადებულთა მკურნალობის პროცესი კიდევ უფრო ეფექტური და ინტენსიური გახდეს, რათა შემცირდეს სიკვდილიანობა ჰუბეიში.
მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვნად შემცირებულია მძიმედ დაავადებულთა რაოდენობა დადასტურებულ შემთხვევებს შორის, ეს ციფრი მაინც საკმაოდ მაღალია ჰუბეიში, რაც დამატებით ძალისხმევას მოითხოვს.
სხდომის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ეპიდემიის გავრცელების შესაჩერებლად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა მძიმედ დაავადებულთა კიდევ უფრო ინტენციური მკურნალობა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უჰანის და ჰუბეის პროვინციის მომარაგება პირველადი აუცილებლობის პროდუქტებით კვლავაც სტაბილურად და ეფექტურად გაგრძელდეს. მოსახლეობისთვის უზრუნველყოფილი უნდა იქნას ცხოვრების ელემენტარული პირობები, მათ შორის იმ ადამიანებისთვის, ვინც პროვინცია ჰუბეიში ეპიდემიის გამო ჩარჩა და სახლში გამგზავრება ვერ შეძლო სატრანსპორტო შეტყობინების დროებით შეჩერების გამო.
მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ სასწავლო პროცესის განახლება ყველა დონეზე კვლავ გადაიდება.
დიდი მნიშვნელობა ენიჭება მჭიდრო თანამშრომლებას მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, აგრეთვე იმ სახელმწიფოებთან, სადაც ვირუსი გავრცელდა, რათა ერთობლივი ძალისხმევით გახდეს შესაძლებელი დადებითი დინამიკის მიღწევა. აგრეთვე, გასაძლიერებელია მუშაობა ერთობლივი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სისტემების შექმნაში, ასევე ვაქცინის შემუშავების პროცესის დაჩქარებაში.
პროფილაქტიკის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი სახელმწიფოთაშორის სასაზღვრო ზონებში კონტროლის გაძლიერებაა, დაინფიცირებულ ადამიანთა დროულად გამოვლენის და მათი იზოლირების მიზნით.
სი ძინფინი: "ეს ვითარება ჩვენთვის ერთდროულად კრიზისიც და დიდი გამოცდაცაა"
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავჯდომარის სი ძინფინის განცხადებით, აუცილებელია ჩინეთმა განაგრძოს ძალისხმევის გამოვლენა კორონავირუსთან ბრძოლის საკითხში და ამის პარალელურად სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გაგრძელება.
კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის მნიშვნელოვან გამოსვლაში, რომელიც დედაქალაქ პეკინში გაიმართა, აღნიშნულია, რომ ჩინეთის ერმა თავისი არსებობის მანძილზე მრავალ სასტიკ გამოცდას გაუძლო და თავი არასოდეს დაუხრია. პირიქით, ყოველი გამოცდის შემდეგ ის კიდევ უფრო ძლიერი ხდებოდა, ვითარდებოდა და ამარცხებდა სირთულეებს.
ეპიდემიური სიტუაცია კვლავ ძალზედ რთული რჩება და ახლა დადგა გადამწყვეტი მომენტი დაავადების გავრცელების შესაჩერებლად. სი ძინფინმა მოუწოდა ხელისუფლების ყველა შტოს ყველა დონეზე, რომ დაავადების პროფილაქტიკასა და კონტროლთან ერთად უზრუნველყონ საწარმოების მუშაობის აღდგენა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
გენერალური მდივნის განცხადებით, ერთ-ერთ პირველად ამოცანად რჩება მკურნალობის ეფექტურობის ამაღლება და ჰოსპიტალიზაციის ხარისხის გაუმჯობესება.
პროვინცია ჰუბეი და მისი დედაქალაქი უჰანი კვლავ რჩება ეპიდემიასთან ბრძოლის ეპიცენტრად. შესაბამისად, მთელი ძალისხმევა უნდა იქნეს მიმართული იმისკენ, რომ პირველადი და აუცილებელი პროდუქციით მომარაგება უმაღლეს დონეზე იყოს ორგანიზებული.
"შექმნილი ვითარება ჩვენთვის ერთდროულად კრიზისად და დიდ გამოცდად იქცა" - თქვა სი ძინფინმა და აღნიშნა, რომ თავდადებული ბრძოლის შედეგად მიღწეულია დადებითი დინამიკა დაავადების პროფილაქტიკისა და კონტროლის საკითხში.
"უკვე დადასტურებულია, რომ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მიერ მიღებული დროული გადაწყვეტილებები ეპიდემიასთან ბრძოლის საკითხში, ეფექტურია. განხორციელებულმა სამუშაოებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა ჩინური სპეციფიკის სოციალიზმის უპირატესობა" - თქვა სი ძინფინმა.