
იმის გამო, რომ კორონავირუსი იმაზე სწრაფად ვრცელდება, ვიდრე მსოფლიო მისი განადურების გზებს პოულობს, ხალხი პანიკაში ვარდება, მედიკოსების მსგავსად ასტროლოგებიც ამბობენ, რომ ადამიანს რაც უფრო მეტად ეშინია, მით მეტია დაინფიცირების რისკი, ამიტომ პანიკაში არ უნდა ჩავვარდეთ, რათა ინფექციის შეჭრის რისიკები მინიმუმადე დავიყვანოთ.
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ასტროლოგიური გათვლებით კორონავირუსი მარტის ბოლომდე გასტანს, თუმცა, ამას საქართველოში ეპიდემიის სახე არ მიეცემა.
„კორონავირუსი სადღაც მარტის ბოლომდე გაგრძელდება, მაგრამ ესეთი პანიკაც არაა სჭირო, იმიტომ, რომ პანიკის დროს ვირუსებს უფრო მეტად ვიზიდავთ, ვირუსებს თავისი ენერგია აქვთ, ადამიანს, რომელსაც მეტად ეშინია, ასეთი რამ უფრო მეტად ემართება,მისი აურა და ბიოველი ძალიან სუსტია, ამ დროს კი ნებისმიერი ინფექციის შეჭრა ძალიან ადვილია.
„ამიტომაც ზედმეტი პანიკა საჭირო არაა, მაგრამ, პრევენცია აუცილებელია, დაწყებული პირბადედან, მაღალი ტემპერატურით დამთავრებული,კორონავირუსს მაღალი ტემპერატურა არ უყვარს, რაც უფრო მეტად ცხელ საკვებს მიიღებთ და თბილ ვითარებაში იქნებით, მაგალითად თუ სახლში 25-26 გრადუსი ტემპერატურა გაქვთ,ვირუსს მით უფრო მეტად უჭირს ადამიანში შემოსვლა და განვითარება.
„ბოლომდე ეს ვირუსი ჯერ კიდევ შესწავლილი არაა, ამიტომ ჯერ კიდევ ბევრი საკითხებია,რომელიც ჩვენ ბოლომდე არ ვიცით, მაგრამ რაც შესწავლილი და გადმოცემულია იქიდან გამომდინარე, ვიცით ის, რომ მას სწორედ ეს მაღალი ტემპერატურები არ უყვარს და პლიუს ამას აუცილებელია სისუფთავე, ხელის დაბანა, და ა.შ.
„მთავრობის მხრიდან ირანთან მიმართებაში დროული რეაგირება იყო საჭირო, რადგან ჩინეთის მერე სიტუაცია ირანში გართულდა, ამიტომ ამ ქვეყანასთან საზღვრები და ყველა სახის მიმოსვლები განსაკუთრებული კონტროლქვეშ უნდა აეყვანათ,ეს პროცესი ცოტა დაგვიანდა. ახლა პრევენცია მაქსიმალურად უნდა დავიცვათ, მედიცინის მუშაკებმა კი უცხოელ კოლეგებთან ერთად რაც საჭიროა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად შევაჩეროთ.
„ისეთი სიკვდილიანობა არ იქნება, როგორც ჩინეთში და თუნდაც ირანშია, მაგრამ ცოტა რომ მოიმატებს სიკვდილიანობა, ამის ხიფათი არის, თუმცა ეს ეპიდემიის ფორმით არ იქნება" - განაცხადა მან.
ცაგარელი მიიჩნევს, რომ გრიპების სახეობები სპეცლაბორატორიების და სპეცჯგუფების სპეციალური ნამუშევარია, რომლებსაც ადამიანის სიცოცხლე არ აღელვებთ.
„ასეთი ვირუსები ყოველ წელსაა, უბრალოდ სხვადასხვა ფორმით ხდება ხოლმე, ჩვენ თვალებს ნუ დავხუჭავთ იმაზე, რაც ვირუსების დროს ხდება ხოლმე, ფაქტიურად ესაა სამუშაო, რომელსაც ატარებენ, მათ შორის ბიოლოგიური ომის კუთხით, სპეცჯგუფების სპეცლაბორატორიები და რეალურად მათ აინტერესებს თუ რას იზამს საზოგადოება, აქ ერთმანეთს სხვადასხვა კლანური ინტერესები ერწყმის, მაგალითად, ამ ვირუსიების ფონზე ჩინეთმა ეკონომიკის კუთხით ძალიან დიდი სარგებელი მიიღო.
„ჩვენ არ ვიცით მათ რა აწყობდათ, ეს სპეციალურად გაკეთებულია თუ არა, მაგრამ გრიპების სახეობები სპეცლაბორატორიების და სპეცჯგუფების სპეციალური ნამუშევარია, რომლებსაც ადამიანის სიცოცხლე არ აღელვებთ, აინტერესებთ მათი ნამუშევარი როგორ გამოვლინდება, რა სახის ბიოლოგიურ იარაღად შეიძლება გამოვლინდეს , ვირუსი რამდენ ხანში შეიძლება რომ განვითარდეს და რამდენი ხალხი შეიძლება დახოცოს,
„სამწუხაროდ ასეთი ბიოლოგიური ომი მიმდინარეობს. ჩვენ თვალს ამაზე ვერ დავხუჭავთ ესეც ერთ-ერთი ამ ბიოლოგიური ომის გადმონაშთია. მარტო იმას ნუ დავაბრალებთ, რომ იქ რაღაც ცხოველებიდან წამოვიდა, და ა.შ. ყველამ კარგად იცის და მათ შორის ექიმებმა თუ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სამხედრო სტრუქტურებში სპეცჯგუფები და სპეცლაბორატორიები რა ბიოლოგიურ ომს ეწევიან და ძალიან კარგად იციან რისთვის აკეთებენ ამას.
„რაც შეეხება ჰოროსკოპის ნიშნებს, ახლა ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ვერძი, იმიტომ რომ, ორგანიზმის იმუნიტეტი დაბალი აქვს, ამიტომ ვერძის ზოდიაქოსთვის ინფექციური დაავადების ტენდენცია საკმაოდ მაღალია და საკუთარ თავს მაქსიმალურად უნდა გაუფრთხილდეს, შემდეგ იმუნიტეტის დაბალი კუთხით მერწყულები მოდიან, ასევე დაბალი იმუნიტეტი აქვთ სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს და ტყუპებს, ასევე, ლომს, ამ ნიშნებს ამ კუთხით მეტი ყურადრება მართებთ"-განაცხადა ცაგარელმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის სამი შმთხვევაა დაფიქსირებული, ვირუსის გამო კი სკოლებსა და ბაღებში საგაზაფხულო არდადეგები ორი კვირით გახანგრძლივდა.
სახელმწიფო უწყებებში, რომლებიც მოსახლეობას კონკრეტულ სერვისებს სთავაზობენ, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე ინფორმაციით, დეზინფექციას ჩაატარებს მათ შორის „საქართველოს რკინიგზაც" - მატარებლებსა და სადგურებში.
ამ დრომდე ინფიცირებული სამი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მათ რაიმე გართულება არ აღენიშნებათ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე კარანტინში 120 ადამიანი იმყოფება.