
ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია, Balenciaga 2020-ის ახალი კოლექციის ჩვენების დასრულების შემდეგ vogue.com-თან ინტერვიუში ის საქართველოზე და მართლმადიდებლობაზე საუბრობს:
„მე მოვდივარ ქვეყნიდან, სადაც მართლმადიდებელი ეკლესია დომინანტი იყო. ეკლესიაში ლოცვისთვის ყოველ შაბათს დავდიოდი. მახსოვს როგორ ვუყურებდი მღვდლებსა და ბერებს, რომლებსაც ეს გრძელი მანტიები ეცვათ და ვფიქრობდი „რა ლამაზია". მათ ევროპაშიც ვხედავ - წვერით, შეკრული თმითა და ჩანთებით. არ ვიცი, ეს ძალიან სექსუალურია ჩემთვის - ჩემი ფეტიშია. რელიგიური დრესკოდი სხეულის დაფარვას გულისხმობს, სხეულით შერცხვენას, სექსი ტაბუდადებულია, მაშინ როცა სიღრმისეულად თუ შეიხედავ, ზოგიერთი მათგანი ყველაზე გარყვნილი და ბინძური უკუღმართი ადამიანია", - ამბობს vogue.com-თან ინტერვიუში დემნა გვასალია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე