თამარ შუკვანი
03.03.2020

4 მარტს პარლამენტში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წლიური მოხსენებით გამოვა, რომელსაც ოპოზიცია არ დაესწრება. როგორც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ „რეზონანსს" უთხრა, ერთგვარი ბოიკოტი შარშანდელის მსგავსად წელსაც იქნება, მთელი რიგი მიზეზების გამო. გოცირიძე შიშობს, რომ ზურაბიშილმა „არაფერი თქვას ისეთი, რაც ქვეყანას დააზიანებს."

„არ დავესწრებით, რადგან ეს დიდი პატივი იქნება მისთვის - ამ ერთი წლის განმავლობაში მან (პრეზიდენტმა) ბევრი ზიანი მოუტანა ქვეყანას თავისი არასერიოზული და კომიკური განცხადებებით, თავისი ქმედებებით; იმით, რომ ვითარება გააუარესა გარეჯში, თავისი პრორუსული ხასიათის განცხადებებით. ასევე ტყუილებით, რომ ქვეყანა თითქოს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადადის და ივანიშვილის ბლეფის თანამონაწილე გახდა.

„ამასთან, სულ ახლახანს გაკეთებული ანტიკონსტიტუციური განცხადების გამო. მიუხედავად იმისა, რომ ლავროვი საქართველოს კანონს არღვევს, მან თქვა, ქვეყანაში შემოუშვებს. რომელი ერთი ჩამოვთვალო?! - საკითხი, რომელიც მალე შეიძლება იმპიჩმენტის მიზეზი გახდეს. ვგულისხმობ შეწყალების საკითხს, სადაც დანაშაულის ნიშნები იკვეთება.

„ქვეყანას აქვს პრეზიდენტის ბუტაფორია, რომელსაც სამართლიანად უწოდეს „მოსიარულე საფრთხე". ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას. მის გამოსვლას ვუყურებთ შიშის განცდით, რომ არაფერი თქვას ისეთი, რაც ქვეყანას დააზიანებს. მაქვს განცდა, რომ ძალიან კარგი საკვები იქნება პარასკევს „ვანოს შოუსათვის", - თქვა გოცირიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×