
„ჯერჯერობით 4 აპრილის აქცია ძალაშია, ვემზადებით, მაგრამ, თუ კორონავირუსის გავრცელების არეალი გაფართოვდა, შესაძლოა თარიღი გადაიწიოს", - ამის შესახებ „რეზონანსს" „ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, ორშაბათს გავრელებული ინფორმაციით, კორონავირუსის საქართველოში დაფიქსირებული შემთხვევების გამო, ოპოზიციის მიერ 4 აპრილს დაგეგმილი აქცია შესაძლოა გადადებულიყო.
ვაშაძის თქმით, ოპოზიცია ჯერჯერობით 4 აპრილის აქციისთვის მზადებას განაგრძობს.
„ჩვენ ამ თემაზე კონსულტაცია გვქონდა და ჯერჯერობით 4 აპრილის აქცია ძალაშია, ვემზადებით, მაგრამ, თუ კორონავირუსის გავრცელების არეალი გაფართოვდა, შესაძლოა თარიღი გადაიწიოს.
„იმ შემთხვევაში, თუ გავრცელების არეალი გაფართოვდა, რამდენი ხნით გადაიწევა, ამას წინასწარ ვერ გეტყვით. ჯერჯერობით აქციას 4 აპრილს ვგეგმავთ და ვემზადებით", -განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციას 4 აპრილს 4 საათზე მასშტაბური საპროტესტო აქცია აქვს დაანონსებული.