ია აბულაშვილი
03.03.2020

„ბარიერი იქნება 0, 1 თუ 2 პროცენტი, დღეს ეს არ არის არსებითი საკითხი. ხელისუფლება ადეკვატურად ვერ აფასებს მოვლენებს და ცდილობს გამოძვრეს შექმნილი ვითარებიდან. ეს არის ხელისუფლების მეშვიდეხარისხოვანი მცდელობა", - ასე ეხმაურება საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ ოპოზიციისადმი ახალ შეთავაზებას „რესპულიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი.

ხელისუფლება თანახმაა, თუ ოპოზიცია ბარიერის პროცენტთან დაკავშირებთი შეთანხმდება, ოპონენტების გადაწყვტილების შესაბამისი ჩანაწერი შეიტანონ ნორმაში.

„ოპოზიციამ თავითონ გადაწყვიტოს რამდენი პროცენტი უნდათ და სწორედ ეს ჩაიწერება შესაბამის ნორმაში", - აცხადებს უმრავლესობის წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე.

„დღეს არსებითი საკითხი არ არის ბარიერი. ბარიერი იქნება 0, 1, თუ 2 პროცენტი, დღეს მთავარი არის ორი საკითხი 40% იყოს 40%, ყოველგვარი ჩამკეტი მექანიზმებით და შეწყდეს პოლიტიკური რეპრესიები. ამას ეუბნებათ ადამ კიზინგერიც. ხელისუფლება ადეკვატურად ვერ აფასებს მოვლენებს და ცდილობს გამოძვრეს შექმნილი ვთიარებიდან. ეს არის ხელისუფლების მეშვიდეხარისხოვანი მცდელობა", - განაცხადა „რეზონანსთან" დავით ბერძენიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×