რეზონანსი
03.03.2020

(რეზონანსი) იტალიაში ქალაქ კომოში კორონავირუსით ინფიცირებული 71 წლის მამაკაცი საავადმყოფოდან გაიქცა.

იტალიური გამოცემის „კორიერა დელა სერა" -ს ცნიბით, მამაკაცი კარგად გრძნობდა თავს და ამის გამო ჩაალაგა ბარგი და ტაქსით გაიქცა.

მამაკაცი პალატაში დააბრუნეს. მამაკაცი ამბობდა, რომ მისი შვილი ექიმია და საჭიროების შემთხვევაში დაეხმარებოდა.

ტაქსის მძღოლმა კი განაცხადა, რომ არ იცოდა, რომ მგზავრს კორონავირუსი ჰქონდა. თავად ტაქსის მძღოლი ამჟამად თვითიზოლაციაშია.

პაციენტს მთავრობის დადგენილების დაუმორჩილებლობა წაუყენეს ბრალად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×