ია აბულაშვილი
03.03.2020

„კომისიის მოწვევა საქართველოში უფრო უცხოელების მხრიდან გაკეთებული კრიტიკული მოსაზრებების გამო ხდება, მაგრამ, ჩემი აზრით, არ ღირს მთელი მსოფლიოს ფეხზე დაყენება იმისთვის, რომ ოპოზიციას სიტყვაში მოუგო", - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ხელისუფლების მოწვევით გიგი უგულავას საქმეზე ფაქტების შემსწავლელი კომისიის ჩამოსვლას საქართველოში.

ცნობისთვის, მმართველმა გუნდმა ევროპარლამენტს შესთავაზა გიგი უგულავას საქმეზე შექმნილიყო ფაქტების შემსწავლელი კომისია, რომელმაც უნდა დაადგინოს რამდენად პოლიტიკური კონტექსტი და სარჩული ჰქონდა გიგი უგულავას დაჭერას. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც ამჟამად შეხვედრებს მართავს ევროპარლამნეტში, აცხადებს, რომ ევროპელ კოლეგებთან მისიაზე საუბარი იყო და სავარაუდოდ კომისია საქართველოში უკვე მარტში ჩამოვა.

„ვირუსთან დაკავშირებით აკეთებს ოპოზიცია ისეთ განცხადებებს, რომ სახელმწიფო უუნარო გამოჩნდეს და უგულავას დაჭერასთან დაკავშირებით რა განცხადებდებს გააკეთებდა, გასაკვირი არ არის. ალბათ უცხოელების მხრიდან კრიტიკული მოსაზრებების გამო კეთდება კომისიის მოწვევა, მაგრამ, მთელი მსოფლიო ფეხზე დააყენო ოპოზიციას სიტყვაში რომ მოუგო, ჩემი აზრით, არ ღირს. თუ სახელმწიფო ხარ, შენი სამართალი უნდა იმსახურებდეს შენი მოქალაქეების ნდობას, რომ შემოწმებაზე უცხოეთიდან არ იყოს ხალხი მოპატიჟებული. ადამიანების განწყობაზე კარგი მესიჯი არ არის, დანარჩენი თვითონ იციან", - განაცხადა „რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×