რეზონანსი
03.03.2020

კრიმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე, იგივე ლავას ოღლი აპირებს, საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფოებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში უჩივლოს. ლავას ოღლის ადვოკატის

განცხადებით, მინდია გორაძის უფლებები უხეშად შეილახა, რადგან საექსტრადიციო პროცესი გაიწელა.

ლავას ოღლი 28 თებერვალს გაათავისუფლეს და სადეპორტო სივრცეში გადაიყვანეს, საიდანაც საქართველოს ხელისუფლებას უნდა წაეყვანა, თუმცა 29 თებერვალს ის ისევ დააპატიმრეს და ციხეში დააბრუნეს.

“საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ ყველა საბუთი გაუგზავნეს და უნდათ გადმოყვანა. თურქეთის ხელისუფლება ამბობს, რომ ყველა საბუთი არ არის, ან ამბობს არის, მაგრამ წაიყვანონ, ჩვენ ხომ არ წავიყვანთო. აი, ასე ერთმანეთზე გადაბრალებით გრძელდება”, - აცხადებს ადვოკატი.

ადვოკატის განცხადებით, ლავას ოღლის სასჯელის საქართველოში მოხდა უნდა.

სამართალდამცველებმა ლავას ოღლი მიმდინარე წლის ოქტომბერში, ტრაბზონში დააკავეს. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 2 ნაწილით, რაც გულისხმობს კანონიერ ქურდობას. ქუთაისის სასამართლომ მას დაუსწრებლად მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×