რეზონანსი
04.03.2020

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონიმ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გააკეთა ისაუბრა ეკლესიისა და საზოგადოების დამოკიდებულებაზე: 

"გაქილიკებას რომ იწყებთ მორწმუნეთა და მღვდელმთავრის გამონათქვამების, ნუ რავიცი, საიდან ამდენი ზიზღი, საიდან ამდენი განკითხვა. თავის დროზე რაღაცა დაუშავათ ეკლესიამ თუ თვითონ გახდნენ ეგეთები, ვერ ვგებულობ. ჩვენ მივდივართ ჩვენს კალაპოტში. ვიცი, ამ სიტყვებსაც დიდი ქილიკი მოჰყვება - საერთოდ, ეკლესია განიხილება ასე: არის მწყემსი და არის ცხვარი, ახლა ცხვრები ასწავლიან მწყემსს რა უნდა გააკეთოს, სად უნდა მოძოვოს, რომელ საძოვარზე წაიყვანოს, რა გააკეთოს მწყემსმა. ფაქტიურად, თუ შეხედავ, ასე არის. ვიცი, ამასაც მოჰყვება ათასი ქილიკი, ათასი გამონათქვამი, მაგრამ რა ვქნა ახლა. ეკლესიასა და მორწმუნეებს შორის ურთიერთობას ჩვენ დავარეგულირებთ”, - განაცხდა მეუფე ანტონიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×