რეზონანსი
04.03.2020

ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის სახელობის მუზეუმი ვიზიტორების მიღებას დროებით წყვეტს. ამის შესახებ სახლმმუზეუმის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს.

,,ვიზიტორთა და ტურისტული კომპანიების საყურადღებიდ! სსიპ ი.ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმის ადმინისტრაცია, გაცნობებთ რომ კორონა ვირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული ახალი რეკომენდაციების საფუძველზე, ი.ბ სტალინის სახელმწიფო მუზრუმი დროებით წყვეტს ტურისტული კომპანიებისა და ვიზიტორების მომსახურებას",-აღნიშნულია მუზეუმის განცხადებაში. ცნობისთვის, სტალინის მუზემი საქარღველოში მოქმედ მუზეუმებს შორის, ვიზიტორების სიმრავლით ნომერ პირველია. მუზეუმს ტურისტები ძირითადად რუსეთიდან და ჩინეთიდან სტუმრობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×